"ლექსო, ვამე...სიმწრისგან არ ვიცი რა გავაკეთო…დილიდან მქონდა შეგრძნება რომ რაღაც ძალიან ცუდს შემატყობინებდნენ" - რას წერს გარდაცვლილ პიანისტზე ნიკოლოზ რაჭველი
ცნობილი პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ნიკა მემანიშვილი კოლეგის გარდაცვალების ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ლექსო… ვაიმე… ვაააააააახ…სიმწრისგან არ ვიცი რა გავაკეთო…დილიდან მქონდა შეგრძნება რომ რაღაც ძალიან ცუდს შემატყობინებდნენ, მაგრამ ჩემი უძვირფასესი და უახლოესი, ჩვენი სამეგობროს გული და სული, ჩვენი ორკესტრის უდიდესი ქომაგი, ნამდვილი სიკეთე და სიყვარულის წყარო, ჩვენი ლექსო თორაძე თუ მიგვატოვებდა როგორ წარმოვიდგენდი…" - წერს მემანიშვილი.