"რუსები გამოიყენებენ ქიმიურ იარაღსაც კი" - რას ჰყვება მარიუპოლის მერის მრჩეველი მოსახლეობის კატასტროფულ ვითარებაზე? - კვირის პალიტრა

"რუსები გამოიყენებენ ქიმიურ იარაღსაც კი" - რას ჰყვება მარიუპოლის მერის მრჩეველი მოსახლეობის კატასტროფულ ვითარებაზე?

მა­რი­უ­პო­ლის 95% სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის ხა­რის­ხით და­ზა­რალ­და, 50% ალ­ბათ ვე­ღარ გა­ნახ­ლდე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი 45% უნდა იქ­ნას შეს­წავ­ლი­ლი, რის შემ­დე­გაც დად­გინ­დე­ბა, აღ­დგე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ ვერა, - ამის შე­სა­ხებ მა­რი­უ­პო­ლის მე­რის მრჩე­ველ­მა, პეტ­რო ან­დრი­უ­შენ­კომ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის უდი­დე­სი ნა­წი­ლი უნდა და­ინ­გრეს და ხე­ლახ­ლა და­ი­წყოს მშე­ნებ­ლო­ბა. მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, "აზოვსტა­ლის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღარ არის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, თუმ­ცა, მისი თქმით, "გა­დაჭ­რით ამის თქმა მა­ინც ჭირს, რად­გან ტე­რი­ტო­რია ძალ­ზედ დი­დია“.

"მა­რი­უ­პოლ­ში მყო­ფი მო­სახ­ლე­ო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის ზღვარს გას­ცდა. მათ ელე­მენ­ტა­რუ­ლი საკ­ვე­ბი აღარ აქვთ. აქ არ არის სა­უ­ბა­რი რა­ღაც მა­ღალ­კა­ლო­რი­ულ საჭ­მელ­ზე, არ აქვთ სას­მე­ლი წყა­ლი, ელექტრო­ე­ნერ­გია, გაზი და ისი­ნი უბ­რა­ლოდ ქუ­ჩა­ში ამ­ზა­დე­ბენ სა­დილს. მათ ბი­ნებ­ში მი­ნე­ბიც ვერ ჩა­უს­ვი­ათ, სახ­ლე­ბი ვერ გა­უ­კე­თე­ბი­ათ და ან­ტი­სა­ნი­ტა­რულ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ, შიმ­ში­ლო­ბენ და ზოგ­ჯერ ცდი­ლო­ბენ, რომ გვა­მე­ბის­გან გაწ­მინ­დონ ად­გი­ლი, რათა საკ­ვე­ბის ნა­სახს სად­მე მი­აგ­ნონ. უბ­რა­ლოდ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა“, - გა­ნა­ცხა­და ან­დრი­უ­შენ­კომ.

ან­დრი­უ­შენ­კომ მა­რი­უ­პოლ­ში დარ­ჩე­ნი­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ისი­ნი კა­ტას­ტრო­ფულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"პირ­ველ რიგ­ში, ან­ტი­სა­ნი­ტა­რუ­ლი და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბა და სე­ზო­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი კი­დევ უფრო მე­ტად შე­უ­ტევს მო­სახ­ლე­ო­ბას, რად­გან მათ არ აქვთ და­სა­ლე­ვი წყა­ლი და ღმერ­თმა უწყის რა ტი­პის წყალს იყე­ნე­ბე. გარ­და ამი­სა, იქ­ნე­ბა იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­თე­ბა, რად­გან ისი­ნი სარ­და­ფებ­ში ცხოვ­რო­ბენ, სა­დაც ან­ტი­სა­ნი­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბია. მათ არ აქვთ და­ბა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამას­თან, მათ გარ­შე­მო უამ­რა­ვი გვა­მი იხ­რწნე­ბა და სამ­წუ­ხა­როდ, სი­ტუ­ა­ცია უკე­თე­სო­ბის­კენ არ იც­ვლე­ბა, პი­რი­ქით, ის უა­რე­სო­ბის­კენ მი­დის. ბუ­ნებ­რი­ვია, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი საფრ­თხე ჩნდე­ბა და ეს იქ­ნე­ბა ძალ­ზედ სა­ვა­ლა­ლო ნახ­ტო­მი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ზრდის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ქა­ლაქ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად არ არის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და არ არ­სე­ბობს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და პეტ­რო ან­დრი­უ­შენ­კომ.

მან ასე­ვე რუსი ოკუ­პან­ტე­ბის მხრი­დან ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის საფრ­თხე­ზე ისა­უბ­რა.

"მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღის მუ­ქა­რა რუ­სე­ბის მხრი­დან კვლავ ძა­ლა­შია. რუ­სე­ბი არ მა­ლა­ვენ თა­ვის გეგ­მას. თუ ისი­ნი ნა­ხა­ვენ, რომ "აზოვსტა­ლის“ დამ­ცვე­ლებს ვერ გა­ტე­ხა­ვენ, ალ­ბათ, ისი­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ქი­მი­ურ ია­რაღ­საც კი - ამა­ში ეჭვი არ უნდა შეგ­ვე­პა­როს. რუ­სე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად არი­ან არაჰუ­მა­ნუ­რე­ბი და არა­ა­და­მი­ა­ნე­ბი, სწო­რედ ეს გა­მო­არ­ჩევს ადა­მი­ა­ნებს არა­ა­და­მი­ა­ნე­ბის­გან“, - აღ­ნიშ­ნა მე­რის მრჩე­ველ­მა.