"მე, ჩემს ცოლსა და შვილებს სიკვდილით გვემუქრებიან" - ვინ ემუქრება ალექსი არესტოვიჩს - კვირის პალიტრა

"მე, ჩემს ცოლსა და შვილებს სიკვდილით გვემუქრებიან" - ვინ ემუქრება ალექსი არესტოვიჩს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ის და მისი ოჯახი ადამიანებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ „აზოვის“ მებრძოლების ცოლები და ნათესავები არიან, სიკვდილით ემუქრებიან,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მე და ჩემი მეუღლე უკვე მეორე დღეა მუქარას ვიღებთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავს „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად წარმოადგენენ. ამბობენ, რომ სიკვდილით დასჯა გვემუქრება, რომ მომკლავენ მე, ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილებს, რადგან ჩვენ ვსხედვართ კიევში და ვატყუებთ „აზოვს“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, მას არ აქვს წყენა „მწუხარებისგან შეშლილი“ ადამიანების მიმართ, მაგრამ მათ, ვინც „აზოვის“ მებრძოლების ოჯახს და ახლობლებს ამ იდეას აწვდის, ურჩევს, დაფიქრდნენ, რა „საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს ამ ქმედებას“.

IPN