მიხეილ სააკაშვილი რუსთავიდან თბილისში, სავარაუდოდ, ამ წუთებში გადმოჰყავთ - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი რუსთავიდან თბილისში, სავარაუდოდ, ამ წუთებში გადმოჰყავთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, გამოიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი რუსთავიდან იუწყება, რამდენიმე წუთის წინ, საპატიმროს ტერიტორია, პენიტენციური სამსახურის რამდენიმე მანქანამ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ მეორე მხრივ, ცოტა ხნის წინ, ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, სადაც მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა იგეგმება.

ინტერპრესნიუსი