DNATA მგზავრებს ბათუმის მიმართულებას აქტიურად შესთავაზებს - კვირის პალიტრა

DNATA მგზავრებს ბათუმის მიმართულებას აქტიურად შესთავაზებს

მსოფლიოს უმსხვილესი საავიაციო და სამოგზაურო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაDNATA მილიონობით მგზავრს ბათუმის ტურისტულ პაკეტს შესთავაზებს. დუბაიში აჭარისტურიზმის დეპარტამენტისა და DNATA-ს მენეჯმენტს შორის გამართულ შეხვედრაზემხარეებმა გალფის ქვეყნებში ბათუმის პოპულარიზაციისა და ურთიერთთანამშრომლობისსაკითხები განიხილეს.

არაბული კომპანია DNATA მსოფლიოს 36 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ის 320 ავიაკომპანიისმილიონობით მგზავრს ემსახურება. წელს, კი კომპანია გალფის ქვეყნებში ბათუმს, როგორცოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებას გაუწევს რეკლამას და აქტიურად შესთავაზებსმომხმარებლებს.

საქმიანი შეხვედრები დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის “ATM”-ს ფარგლებშიმიმდინარეობს, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს. აჭარისა დაზოგადად, საქართველოს მიმართ მაღალია ინტერესი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რაზეც სტენდთან ვიზიტორთა და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანით დაინტერესებულტურისტულ კომპანიათა მზარდი რაოდენობა მეტყველებს.