"ლუგანსკის ფრონტის ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა" - გუბერნატორი - კვირის პალიტრა

"ლუგანსკის ფრონტის ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა" - გუბერნატორი

ლუგანსკის ოლქის ფრონტის ხაზზე ინტენსიური დაბომბვა ხორციელდება, - ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„მტერმა მთლიანად გაანადგურა ლუგანსკის დაპყრობილი დასახლებები. დაბომბვა გაძლიერდა ლუგანსკის ფრონტის გასწვრივ“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

მისი თქმით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს სევეროდონეცკის გარშემო (ბელოგორივკაში, კომიშუვაჰაში და სევეროდონეცკის შემოგარენში) და სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა.

„ბელოგორივკაში მყოფი უკრაინული შენაერთები აკავებენ რუსეთის შემოჭრას... ჩვენმა დამცველებმა ორჯერ გაანადგურეს პონტონური გადასასვლელები და რუსების ქმედებებიდან გამომდინარე, მესამედ იგივე იქნება,“- აღნიშნა გუბერნატორმა.

მას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, ჩაიგდეს თუ არა რომელიმე ქალაქი ან სოფელი რუსებმა ხელში.

მისი თქმით, რუსები „არ ცვლიან ტაქტიკას: ისინი ანადგურებენ ქალაქებს და მხოლოდ ამის შემდეგ შედიან გადამწვარ მიწაზე".

IPN