"ჩვენ გვჭირდება გმირი..." - რა მიმართვას უგზავნიან "აზოველების" ოჯახის წევრები თურქეთის პრეზიდენტს? - კვირის პალიტრა

"ჩვენ გვჭირდება გმირი..." - რა მიმართვას უგზავნიან "აზოველების" ოჯახის წევრები თურქეთის პრეზიდენტს?

"აზო­ვის" პოლ­კის მებ­რძოლ­თა ოჯა­ხე­ბი თურ­ქე­თის პრე­ზი­დენტს რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღანს წე­რი­ლით მი­მარ­თა­ვენ და მო­უ­წო­დე­ბენ, გა­მო­ი­ჩი­ნოს გმი­რო­ბა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ქარ­ხა­ნა­ში დარ­ჩე­ნი­ლი ყვე­ლა მებ­რძო­ლის ევა­კუ­ა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რის ინი­ცი­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ CNN-ი იუ­წყე­ბა.

კი­ევ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, ერთ-ერთი 18 წლის მებ­რძო­ლის მა­მამ თურ­ქე­თის ლი­დერს მო­უ­წო­და, ისარ­გებ­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბით და ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­დეს რო­გორც მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი და რო­გორც გმი­რი.

"რო­გორც კაცი კაცს, მამა მა­მას, გთხოვთ გა­და­არ­ჩი­ნოთ ჩემი შვი­ლი და მისი მე­გობ­რე­ბი“, - მი­მარ­თავს ევ­გე­ნი სუ­ხარ­ნი­კო­ვი ერ­დო­ღანს, რო­მე­ლიც ეყ­რდნო­ბა თურ­ქე­თის გა­მოც­დი­ლე­ბას სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ევა­კუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ჩვენ გვჭირ­დე­ბა გმი­რი, ადა­მი­ა­ნი ღირ­სე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტით ამ პრო­ცე­დუ­რის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ თურ­ქე­თი შე­იძ­ლე­ბა იყოს ასე­თი ქვე­ყა­ნა, ერ­დო­ღა­ნი კი ასე­თი ადა­მი­ა­ნი“ ,- გა­ნა­ცხა­და მებ­რძო­ლის მა­მამ.

მებ­რძოლ­თა ოჯა­ხებ­მა 1.5 მი­ლი­ო­ნი ხელ­მო­წე­რა შე­აგ­რო­ვეს,რო­მე­ლიც „აზო­ვის“ მებ­რძო­ლე­ბის“ ქარ­ხნი­დან გა­მოყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნას ეხე­ბა.

მებ­რძოლ­თა ოჯა­ხის ზო­გი­ერ­თი წევ­რის გან­ცხა­დე­ბით, გა­ე­რო და „წი­თე­ლი ჯვა­რი“ მხო­ლოდ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან.

კი­დევ ერთი ახ­ლობ­ლის გან­ცხა­დე­ბით, თუკი „აზო­ვის“ მებ­რძო­ლებს მი­ა­ტო­ვე­ბენ, უკ­რა­ი­ნას არ ექ­ნე­ბა ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი.

წყარო:ambebi.ge