უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ "ზმეინთან“ რუსული ხომალდი დააზიანეს - კვირის პალიტრა

უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ "ზმეინთან“ რუსული ხომალდი დააზიანეს

უკრაინაში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში, კუნძულ „ზმეინთან“ რუსეთის საზღვაო ძალების ლოგისტიკური გემი დააზიანეს.

„ჩვენი სამხედრო-საზღვაო მეზღვაურების მოქმედებების წყალობით, ხომალდ Vsevolod Bobrov-ს ცეცხლი გაუჩნდა - ეს არის ერთ-ერთი უახლესი რუსული ფლოტი“, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, სერჰი ბრაჩუკმა განაცხადა.

ამერიკული კერძო კომპანიის, Maxar-ის მიერ თანამგზავრით გადაღებულ ფოტოებში ასახულია კუნძულთან განხორციელებული სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა რუსული „სერნას“ კლასის სამხედრო ხომალდზე.