"რამდენიმე დღის ამბავია და უკრაინაში შემოიტანენ ტექნოლოგიებს, რომელიც ბოლოს მოუღებს რუსეთის დაჯგუფებებს" - მამუკა მამულაშვილი - კვირის პალიტრა

"რამდენიმე დღის ამბავია და უკრაინაში შემოიტანენ ტექნოლოგიებს, რომელიც ბოლოს მოუღებს რუსეთის დაჯგუფებებს" - მამუკა მამულაშვილი

მა­რი­უ­პოლ­ში შეს­ვლის პრობ­ლე­მა გა­და­წყდე­ბა, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნას სპე­ცი­ფი­კურ შე­ი­ა­რა­ღე­ბას მი­აწ­ვდი­ან, რო­მე­ლიც დღეს სჭირ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნა­ში "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­ურ­მა, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, გზის საკ­მა­ოდ დიდი მო­ნაკ­ვე­თი არის რუ­სუ­ლი არ­ტი­ლე­რი­ის ცე­ცხლის ქვეშ, რის გა­მოც ვერ ხერ­ხდე­ბა უკ­რა­ი­ნის მხრი­დან მა­რი­უ­პო­ლამ­დე მი­ახ­ლო­ე­ბა და ქა­ლაქ­ში შეს­ვლა.

"რუ­სეთ­მა ვერ შეძ­ლო ერთი ქარ­ხნის აღე­ბა, რო­მე­ლიც ქა­ლაქ­ში იმ­ყო­ფე­ბა. სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ რუ­სე­თი რო­მე­ლი­მე ქა­ლა­ქის ან რა­ი­ო­ნის აღე­ბას შეძ­ლებს, უკვე აბ­სურ­დუ­ლია, რად­გან რუ­სეთ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნი ჯარი და­კარ­გა. მათ ძა­ლი­ან კარ­გი პი­ა­რი აქვთ და თვი­თონ პუ­ტი­ნიც შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს, რო­დე­საც წა­მო­ი­წყეს კამ­პა­ნია უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ“, - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თი ახლა ცდი­ლობს, ჯა­რის ნარ­ჩე­ნე­ბი გა­და­არ­ჩი­ნოს.

"ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი არის ყვე­ლა­ზე დიდი უცხო­უ­რი შე­ნა­ერ­თი უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. უკ­რა­ი­ნის არ­მია და მათ შო­რის ჩვენც, წარ­მა­ტე­ბით ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სახ­მე­ლე­თო საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ებს. ხარ­კო­ვის ოლ­ქი­დან, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ცხე­ლი ად­გი­ლი იყო, თით­ქმის აღარ ჰყავს ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ჯარი რუ­სეთს. მათ­თვის შე­იქ­მნა საკ­მა­ოდ მძი­მე სი­ტუ­ა­ცია რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რად, ისე ფი­ზი­კუ­რად ფრონ­ტის ხაზ­ზე, რად­გან ვე­ღარ აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბას მო­წი­ნა­ვე ხაზ­ზე და უბ­რა­ლოდ ცდი­ლო­ბენ გა­და­არ­ჩი­ნონ ჯა­რის ნარ­ჩე­ნე­ბი.

ძა­ლი­ან სპონ­ტა­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო რუ­სე­თის მხრი­დან, შე­მო­იჭ­რას ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც 8 წელი ემ­ზა­დე­ბა ომის­თვის და რო­მელ­საც ჰყავს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გაწ­ვრთნი­ლი არ­მია. ძა­ლი­ან გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო და ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა შე­უ­ფა­სებ­ლო­ბა იმის, თუ რო­გორ მო­ემ­ზა­და უკ­რა­ი­ნის არ­მია. ამა­ზე რუ­სებ­მა პა­სუ­ხიც აგეს - მათ და­კარ­გეს ავან­გარ­დი, თუკი ის სა­ერ­თოდ ჰყავ­დათ, და­კარ­გეს ჯა­რის სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლი, თა­ნაც საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი - 2 თვე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 000 მკვდა­რი ჯა­რის­კა­ცი ჰყავთ“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.

„ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­ურ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის მიერ ახ­ლა­ხან მი­ღე­ბუ­ლი „ლენდ-ლი­ზის“ კა­ნო­ნის შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, უკ­რა­ი­ნას მას­შტა­ბურ ფი­ნან­სურ და მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას აღ­მო­უ­ჩე­ნენ. მა­მუ­ლაშ­ვილ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად და­სავ­ლე­თი რუ­სეთს რამ­დე­ნი­მე ას­წლე­უ­ლით უს­წრებს.

„ლენდ-ლიზს“ რაც შე­ე­ხე­ბა, მგო­ნია, რომ სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­მო­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ მო­უ­ღებს ბო­ლოს რუ­სე­თის იმ ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბებს, რომ­ლე­ბიც ჯერ­ჯე­რო­ბით იმ­ყო­ფე­ბი­ან უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - ეს არის სულ რამ­დე­ნი­მე დღის სა­კი­თხი. რუ­სე­თი თვი­თონ მო­ექ­ცა რო­გორც ეკო­ნო­მი­კურ, ისე ფი­ზი­კურ ჩიხ­ში უკ­რა­ი­ნა­ში, რად­გან გა­მო­სა­ვა­ლი არ აქვს. ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია, რომ რო­გორც გა­და­არ­ჩი­ნა თა­ვი­სი ჯა­რის ნა­წი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კი­ე­ვის ოლ­ქში იყ­ვნენ, ისე გა­და­არ­ჩი­ნოს და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­მო­ფან­ტუ­ლია აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.