ალისა ფრე­ინდლი­ხის აზ­რით, ვარ­სკვლა­ვებ­მა რუსეთი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­სად­მი ზი­ზღის გამო კი არა, მო­მავ­ლის ში­შის გამო და­ტო­ვეს - კვირის პალიტრა

ალისა ფრე­ინდლი­ხის აზ­რით, ვარ­სკვლა­ვებ­მა რუსეთი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­სად­მი ზი­ზღის გამო კი არა, მო­მავ­ლის ში­შის გამო და­ტო­ვეს

ცნო­ბი­ლი რუსი მსა­ხი­ო­ბი საბ­ჭო­თა კი­ნოს ვარ­სკვლა­ვი, ალი­სა ფრე­ინდლი­ხი რუ­სე­თი­დან ვარ­სკვლა­ვე­ბის მა­სობ­რივ გამ­გზავ­რე­ბა­ზე მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს აკე­თებს. თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი მი­იჩ­ნევს, რომ რუს­მა ვარ­სკვლა­ვებ­მა ქვე­ყა­ნა თა­ვი­ან­თი გა­ურ­კვე­ვე­ლი მო­მავ­ლის გამო და­ტო­ვეს.

უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ბევ­რმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ტო­ვა. მათ ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში არ­ჩი­ეს, რის გა­მოც სამ­შობ­ლო­ში მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეს და შავ სი­ა­შიც კი შე­იყ­ვა­ნეს.

ფრე­ინდლი­ხის აზ­რით, ვარ­სკვლა­ვებ­მა სამ­შობ­ლო სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­სად­მი ზი­ზღის გამო კი არა, მო­მავ­ლის ში­შის გამო და­ტო­ვეს.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ადა­მი­ა­ნებს ეში­ნი­ათ არა იმი­ტომ, რომ ხვალ არ იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ხა­მო­ნი, პარ­მე­ზა­ნი და სხვა წვრილ­მა­ნე­ბი, რო­მელ­თა გა­რე­შეც ადა­მი­ა­ნი ნორ­მა­ლუ­რად იცხოვ­რებს, მაგ­რამ რო­დე­საც სამ­ყა­რო­ში კონ­ფლიქ­ტე­ბი ჩნდე­ბა და ადა­მი­ა­ნებ­ში და­დე­ბით ენერ­გი­ას, უარ­ყო­ფი­თი სჭარ­ბობს, მო­მავ­ლის შიში გი­პყრობს..."

ფრე­ინდლი­ხი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნა­ში ომის შე­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნით მომ­ზა­დე­ბულ წე­რილს მო­ა­წე­რა ხელი.

აპ­რი­ლის ბო­ლოს ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მსა­ხი­ობ­მა თქვა, რომ ის არ აპი­რებს რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბას. ალი­სა ფრე­ინდლიხ­მა აღი­ა­რა, რომ უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და არ უხა­რია სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვა. მას გან­სა­კუთ­რე­ბით სურს იტა­ლი­ა­ში ჩას­ვლა, სა­დაც მისი ახლო მე­გობ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ. მაგ­რამ ის არ გეგ­მავს სა­მუ­და­მოდ და­ტო­ვოს რუ­სე­თი. საბ­ჭო­თა კი­ნოს ვარ­სკვლა­ვი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობს, სა­დაც თე­ატ­რში მუ­შა­ობს და ოჯახ­თან ახ­ლოს ყოფ­ნა სურს.

ალი­სა ფრე­ინდლიხ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ კო­რო­ნა­ვირუ­სით იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მას და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და ფილ­ტვე­ბის 94%. მსა­ხი­ობ­მა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში თვე­ნა­ხე­ვა­რი გა­ა­ტა­რა. ექი­მებს იმე­დი აღარ ჰქონ­დათ, რომ მსა­ხი­ო­ბი გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბო­და და მომ­ხდარს სას­წა­უ­ლი უწო­დეს.

87 წლის მსა­ხი­ობს ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი ვარ­ვა­რა, რო­მე­ლიც ასე­ვე მსა­ხი­ო­ბია და ორი შვი­ლიშ­ვი­ლი. გააგრძელეთ კითხვა