"უფალთან წავიდა და ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ჩემი შვილი შემეძლო გამეშვა..." - კვირის პალიტრა

"უფალთან წავიდა და ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ჩემი შვილი შემეძლო გამეშვა..."

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყნის დასაცავად უკანდაუხევად იბრძვის უამრავი ადამიანი, მათ შორის ლექტორები სპორტსმენები, მსახიობები...

სოციალურ ქსელში ცნობილი გახდა, რომ 8 მაისს მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნის დაცვისას, კიევის ჩემპიონი კრივში არტემ მოშა დაიღუპა. ინფორმაციას მოკრივის დედა ავრცელებს.

„ჩემი შვილი აზოვსტალში დაიღუპა, ის წავიდა და უსასრულობაში გადაინაცვლა. ის უკრაინის ღირსების დაცვისას გარდაიცვალა. უფალთან წავიდა და ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ჩემი შვილი შემეძლო გამეშვა... ღმერთმა სახლში წაიყვანა. ის ღირსეულად დაიღუპა, უკრაინის დაცვისას. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა, ვინც მისთვის ლოცულობდა. ეს მისი ბოლო მიმოწერა და ჩემი გმირის ფოტოა. შენ საუკეთესო შვილი იყავი, შევხვდებით სამოთხეში. დედა, რომელსაც უყვარხარ და შენთან შეხვედრას ელოდება. მადლობა მშვიდობიანი ცისთვის" - წერს ირინა იეგორჩენკო, არტემ მოშას დედა.

ირინა იეგორჩენკომ ვაჟთან ბოლო მიმოწერაც გამოაქვეყნა:

არტემ მ. - ყველაფერი კარგად იქნება, ვგრძნობ

ირინა ი. - ვიცი

არტემ მ. - ლოცვები გვეხმარება, არაერთხელ მიშველა

ირინა ი. - იქამდე არაფერს შევჭამთ, სანამ შენ მაქედან უვნებლად არ გამოხვალ...

არტემ მ. - ერთად ვიშიმშილოთ?

ირინა ი. - მიყვარხარ, შენთვის მთელი მსოფლიო ლოცულობს

არტემ მ. - ეს იგრძნობა კიდეც

ირინა ი. - უფალი არ მიგვატოვებს...

artem2-1652429232.jpg

უკრაინული მედიის ცნობით, სპორტსმენი უკრაინის თავდაცვის ძალებში მსახურობდა, ბოლო პერიოდში კი "აზოვსტალის" ტერიტორიის დასაცავად იბრძოდა.