"ღამის განმავლობაში ოკუპანტები "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე საარტილერიო და საჰაერო თავდასხმას ახორციელებდნენ, დილიდან ქარხანაზე რუსი ქვეითების შეტევაა" - კვირის პალიტრა

"ღამის განმავლობაში ოკუპანტები "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე საარტილერიო და საჰაერო თავდასხმას ახორციელებდნენ, დილიდან ქარხანაზე რუსი ქვეითების შეტევაა"

მთელი ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე საარტილერიო და საჰაერო თავდასხმას ახორციელებდნენ. ახლა მეტალურგიულ ქარხანაზე რუსი ქვეითების შეტევაა, - ამის შესახებ ინფორმაციას „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი ავრცელებს.

„დაბომბვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, საავიაციო და საარტილერიო.

ახლა ქარხნის ტერიტორიის შტურმი ქვეითების დახმარებით გრძელდება. ქვეითებს შტურმს ჯავშანტექნიკისა და ტანკების მეშვეობით ახორციელებენ“,- განაცხადა პალამარმა.