"ექ­სპერ­ტმა ასა­ხა ის და­ზი­ა­ნე­ბა, რაც ნელი დო­რო­ყაშ­ვილს სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და" - ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება - კვირის პალიტრა

"ექ­სპერ­ტმა ასა­ხა ის და­ზი­ა­ნე­ბა, რაც ნელი დო­რო­ყაშ­ვილს სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და" - ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება

ბა­სი­ლაშ­ვი­ლი-დო­რო­ყაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე დღეს მო­რი­გი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა იმარ­თე­ბა.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­ი­კი­თხა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი, რო­მელ­მაც ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბულ და­ზი­ა­ნე­ბებ­ზე ილა­პა­რა­კა.

სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ნელი დო­რო­ყაშ­ვილს მხრის ზე­და­პირ­ზე სის­ხლნაჟ­ღენ­თი ჰქონ­და.

რო­გორც ექ­სპერ­ტმა აღ­ნიშ­ნა, მას და­ზა­რა­ლე­ბულ­მა დო­რო­ყაშ­ვილ­მა გა­ნუ­მარ­ტა, რომ ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. ექ­სპერ­ტის თქმით, დო­რო­ყაშ­ვი­ლი მი­უ­თი­თებ­და, რომ ტრავ­მის მი­ღე­ბის დღეს მას თა­ვის ტკი­ვი­ლი ჰქონ­და.

"მას ჰქონ­და სიმპტო­მე­ბი და ნიშ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და. მარ­ჯვე­ნა მხრის შიდა ზე­და­პირ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და და­ზი­ა­ნე­ბა სის­ხლნაჟ­ღენ­თის სა­ხით, რო­მე­ლიც მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და ჯან­მრთე­ლო­ბის მოშ­ლის გა­რე­შე", - გა­ნა­ცხა­და სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, მსგავ­სი სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა რა­ი­მე მკვრი­ვი ბლაგ­ვი სა­ხის საგ­ნით არის მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი თე­ო­ნა გვა­ზა­ვა, ექ­სპერ­ტის სა­პა­სუ­ხოდ აცხა­დებს, რომ მათ­თვის უც­ნო­ბია, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში მი­ი­ღო ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა და­ზი­ა­ნე­ბა.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მის მიერ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, ნელი დო­რო­ყაშ­ვილს მკლავ­ზე მხო­ლოდ სი­წით­ლე ჰქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ექ­სპერ­ტის მიერ ასა­ხულ და­ზი­ა­ნე­ბას სის­ხლნაჟ­ღენ­თის სა­ხით, რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, დაც­ვის მხა­რის­თვის უც­ნო­ბია, სა­ი­დან გაჩ­ნდა ის.

"აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე უკვე და­კი­თხუ­ლია სას­წრა­ფოს ექი­მი, რო­მელ­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და პირ­ველს და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მხარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ეს­კო­რა­ცი­ე­ბი. ექიმ­მა ცალ­სა­ხად გან­მარ­ტა, რომ დო­რო­ყაშ­ვილს აღე­ნიშ­ნე­ბო­და უმ­ნიშ­ვნე­ლო და­ზი­ა­ნე­ბა სი­წით­ლის სა­ხით, რაც კა­ნის ოდ­ნავ აქერ­ცვლა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. თა­ვის მხრივ, როცა და­ეს­ვა კი­თხვა, რომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია მკლა­ვის შიდა ნა­წილ­ში და­ზი­ა­ნე­ბა სის­ხლნაჟ­ღენ­თის სა­ხით, ექ­სპერ­ტმა გა­მო­რი­ცხა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის არ­სე­ბო­ბის ფაქ­ტი 2020 წლის 21 მა­ი­სის 16:00 სა­ა­თის მდგო­მა­რე­ო­ბით.

ექ­სპერ­ტმა ასა­ხა ის და­ზი­ა­ნე­ბა, რაც ნელი დო­რო­ყაშ­ვილს სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და, თა­ვის მხრივ, ექ­სპერ­ტმა დღეს, დაც­ვის მხა­რის კი­თხვა­ზე გან­მარ­ტა, რომ ეს და­ზი­ა­ნე­ბა შე­საძ­ლოა, მი­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დე­გაც და არ იყოს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში ხან­დაზ­მუ­ლო­ბის კუ­თხით. ამ ნა­წილ­ში ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბე­ბი სარ­წმუ­ნო არ არის. და­ზი­ა­ნე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ სპე­ცი­ა­ლის­ტთა გან­მარ­ტე­ბე­ბით. სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად, გულ­დას­მით და­ათ­ვა­ლი­ე­რა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მარ­ჯვე­ნა მკლა­ვი, რო­გორც შიდა, ასე­ვე გარე ზე­და­პი­რი, ცალ­სა­ხად და­ა­ფიქ­სი­რა, რომ მას აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა არ ჰქონ­და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის უც­ნო­ბია, რა ვი­თა­რე­ბა­ში მი­ი­ღო აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა. სა­ყუ­რა­დღე­ბოა შემ­დე­გი დე­ტა­ლი, როცა სას­წრა­ფოს ექიმ­მა მსგავ­სად ექ­სპერ­ტი­სა, ნელი დო­რო­ყაშ­ვილს და­უს­ვა კი­თხვა, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში მი­ი­ღო გარე ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო და­ზი­ა­ნე­ბა კა­ნის სი­წით­ლი­სა და აქერ­ცვლის სა­ხით, მან უპა­სუ­ხა, რომ ვერ იხ­სე­ნებს და ვერ აკონ­კრე­ტებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა მას­ში ტკი­ვილს არ იწ­ვევ­და, რაც სა­ვალ­დე­ბუ­ლო კომ­პო­ნენტს წარ­მო­ად­გენს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით ბრა­ლის წარ­დგე­ნი­სას", - გა­ნა­ცხა­და გვა­ზა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

ambebi.ge