თურქმენეთში ათობით წყვილი დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი საჯარო სივრცეში ხელიხელჩაკიდებულნი იყვნენ - ახალი დიქტატორის ახალი წესები
თურქმენეთში ათობით წყვილი დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი საჯარო სივრცეში ხელიხელჩაკიდებულნი იყვნენ. პოლიცია მათ ტრადიციებისა და საზოგადოებაში მოქცევის წესების დარღვევაში ადანაშაულებს.
წყვილები თურქმენეთის ქალაქ მარიში დააკავეს. როგორც "რადიო თავისუფლების" თურქმენეთის ბიურო წერს, ბოლო დროს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი ქალებზე კონტროლი ქვეყანაში უფრო მკაცრდება და მსგავსი შემთხვევებიც კონტროლის გაძლიერებას უკავშირდება.
"მე და ჩემი მეუღლე სახლიდან გავედით. ჩვენთან ახლოს პოლიციის მანქანა გაჩერდა. გვითხრეს, რომ მანქანაში უნდა ჩავსხდეთ და განყოფილებაში მივიდეთ ახსნა-განმარტებისთვის“, - ამბობს მარის მცხოვრები, ანონიმურობის პირობით. მისივე თქმით, პოლიციის შენობაში მსგავსი "დანაშაულის“, ხელჩაკიდებული სიარულის გამო დაკავებული კიდევ რამდენიმე მოქალაქე იყო. თითოეული მათგანი ოთახებში შეიყვანეს და ცალ-ცალკე დაკითხეს.
"რადიო თავისუფლების“თურქმენეთის ბიუროს სხვა მაცხოვრებელები უყვებიან, რომ ისინი აიძულეს პოლიციაში "ლექციისთვის მოესმინათ.“
ერთ-ერთის თქმით, ლექცია ძირითადად ქალების ქცევის წესებს ეხებოდა. ლექციას პოლიციელები კითხულობდნენ და ქალებს ადანაშულებდნენ მაკიაჟის გამო, ამას კი "უსირცხვილობას“ უწოდებდნენ. ამბობდნენ, რომ ისინი არღვევდნენ "წესიერების სტანდარტებს, როდესაც მამაკაცებს ხელს ჰკიდებდნენ.“"გვითხრეს, - ძველად ჩვენი დედები თავსაბურავის გარეშე არ დადიოდნენ. ქორწინების შემდეგ თავსაბურავებით უნდა იაროთ. წარსულში ეტიკეტის პირველი წესი სახის დაფარვა იყოო“, - იხსენებს ქალი. "რადიო თავისუფლებამ“ ვერ შეძლო კომენტარის მიღება ოფიციალური პირებისგან, რადგანაც ისინი უარს ამბობენ დამოუკიდებელ მედიასთან კომუნიკაციაზე. იხილეთ სრულად