"ახლა ქვეყანას ერთიანობა სჭირდება სახელმწიფოსა და ხალხს შორის, რათა ეპიდვითარება რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილურდეს" - კვირის პალიტრა

"ახლა ქვეყანას ერთიანობა სჭირდება სახელმწიფოსა და ხალხს შორის, რათა ეპიდვითარება რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილურდეს"

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კორონავირუსის გავრცელებას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი უბედურებას უწოდებს. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ფართო გავრცელება მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდკონტროლის კუთხით ჩრდილოეთ კორეის ჯანდაცვის სისტემას გარკვეული ნაკლოვანებები აქვს.

„ახლა ქვეყანას ერთიანობა სჭირდება სახელმწიფოსა და ხალხს შორის, რათა ეპიდვითარება რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილურდეს“, - განაცხადა მან.

ჩრდილოეთ კორეის მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო.

ცნობისთვის, პანდემიის 2 წლის მანძილზე ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დასტურების შესახებ 12 მაისს განაცხადეს. ამ დროისათვის ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის 187 800 შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 27 ადამიანი ემსხვერპლა.