სამტრედიაში, 6 დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს - კვირის პალიტრა

სამტრედიაში, 6 დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს

სამტრედიაში, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ექვსი დღის წინ გაუჩინარებული, 60 წლის მამაკაცის ცხედარი, დღეს დილით მდინარე გუბისწყალში ნახეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარი ზუსტად იმ ადგილას აღმოაჩინეს, სადაც მისი ჩანთა იყო ნაპოვნი.

დავით ჯიბაშვილი რვა მაისს გაუჩინარდა, სავარაუდოდ, მას ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა. სამძებრო სამუშაოებში საგანგებო მართვის სამსახური და მაშველები იყვნენ ჩართული.