"გაუსაძლისი ტკივილები აქვს" - როგორია დათის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას წერს ოჯახის ახლობელი - კვირის პალიტრა

"გაუსაძლისი ტკივილები აქვს" - როგორია დათის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას წერს ოჯახის ახლობელი

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი. სოციალურ ქსელში პოსტს ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თეა ცხადაძე აქვეყნებს, რომელსაც დათის მშობლებთან რეგულარული კონტაქტი აქვს:

"დათის გულშემატკივრებო, მოგახსენებთ ბავშვის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ: დათის ყოველდღე, დილას და საღამოს, ღია ჭრილობები უმუშავდება ნარკოზის ქვეშ, რადგან გაუსაძლისი ტკივილები აქვს. ინფექციის გავრცელება ნაწილობრივ შეჩერდა, თუმცა სანამ პროცესი სრულად არ შეჩერდება, მკურნალობის შემდგომ ეტაპზე ვერ გადავლენ.

ტრაქეოსტომის გამო დათის ამ ეტაპზე არ შეუძლია საუბარი. როდესაც ბავშვი ფხიზლობს და რაიმე სჭირდება სპეციალური ზარის მეშვეობით აგებინებს მშობლებს. საბედნიეროდ, წამლებზე დამოკიდებულება დათიმ უკვე გადალახა. საკვების მიღება ეტაპორივად დაიწყო, თუმცა ძირითადად მიეწოდება ზონდით.

თქვენი დაუღალავი თანადგომითა და დათის სასწაულებრივი ბრძოლის შედეგად, ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ"