რუსებს "მოსკვას“ შემდეგ ისევ ჩაეძირათ... ამჯერად ტანკები! - კვირის პალიტრა

რუსებს "მოსკვას“ შემდეგ ისევ ჩაეძირათ... ამჯერად ტანკები!

უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ბრძოლების შედეგად დადასტურებულად ჩაეძირა 9 მცურავი საშუალება, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დიდი სადესანტო ხომალდი „სარატოვი“ და თვით შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი -11 ათასი ტონა წყალწვის სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ იყო...

რამდენიმე დღის წინ კი რუსეთს კიდევ არანაკლებ 8 საბრძოლო საშუალება ჩაეძირა,თუმცა ამჯერად რუს ადმირალებს აღარ მოუწევთ სირცხვილით თავჩაქინდრულებს სიარული-პასუხის გაცემა იმ რუსი, სახმელეთო გენერლების პრობლემა იქნება, ვის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფების შეიარაღებაში არსებული... ჩაძირული ტანკების ლულებია ამოშვერილი მდინარე სევერსკი დონეცის წყლის ზედაპირიდან!

ტანკებს კი შეუძლიათ მდინარეების გადალახვა მათ ფსკერზე გავლით, რისთვისაც სპეციალური შნორკელები უყენდება კოშკურაზე, ძრავისა და ეკიპაჟის წევრების ჟანგბადით მოსამარაგებლად, მაგრამ ამ კონკრეტულ ფოტოზე რაც მოჩანს, სულ სხვა სიტუაციაზე მიუთითებს. არანაკლებ რვა ტანკი რუსმა ტანკისტებმა მდინარეში უბრალოდ ჩაძირეს, როდესაც თავის შველას ცდილობდნენ.

2-potto-1652531094.jpg
უკრაინელმა არტილერისტებმა პონტონებსაც კი ზუსტად მოარტყეს ჭურვები

თავის საშველად მათ საქმე ნამდვილად ჰქონდათ, რადგან უკრაინის არმიამ ამ ომში ჩაატარა, ეტყობა ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი საარტილერიო-საავიაციო შეტევა, როდესაც გაანადგურა ბელოგოროვკის სიახლოვეს მდინარე სევერსკი დონეცზე საპონტო ხიდზე გადამავალი და შეტევისთვის გამზადებული ერთი რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფის ძირითადი სამხედრო ტექნიკა, არანაკლებ 49 ერთეულის შემადგენლობით.

თუმცა, მდინარის წყლის დაკლების შემდეგ გამოჩნდა, რომ ხმელეთზე დადუღებულ 49 ტანკსა, ქვეითთა საბრძოლო მანქანას, ჯავშანტრანსპორტიორსა და სატვირთო ავტომობილს კიდევ დაემატა არანაკლებ 8 რუსული ტანკიც, რომელთა ამოშვერილი ლულებიც გამოჩნდა წყალდაკლებული მდინარიდან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინელები ასწრებენ სწრაფად აგებული რუსული საპონტონე ხიდების ზუსტად დაბომბვას, მაგრამ სევერსკი დონეცთან განსაკუთრებული შემთხვევა მოხდა, რითაც უკრაინელმა სამხედროებს, ყოველგვარი პიარის გარეშე, თამამად შეუძლიათ დაიტრაბახონ.

3-potto-1652531094.jpg
უკრინელების დარტყმის შედეგად მდინარის ორივე სანაპიროზე განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის საერთო ფოტო,ოღონდ ჯერ მდინარეს დონეს არ დაუკლია და ჩაძირული ტანკების ლუელბი არ მოჩანს...

ერთი უკრაინელი მესანგრე-ოფიცერი, რომელიც ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს, ჰყვება: მათ დაზვერვას ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები სევერსკი დონეცზე საპონტონე ხიდის აგებას და უკრაინელების თავდაცვის ზღუდეების ზურგში გასვლას აპირებდნენ, მაგრამ არ იცოდნენ მდინარის რომელ კონკრეტულ მონაკვეთზე მოხდებოდა ეს.

საინჟინრო დაზვერვის შედეგად მონიშნული იქნა ადგილი, სადაც შეიძლება რუს სამხედროებს ეცადათ პონტონის ხიდის გაშლა მდინარის გადასალახავად და მართლაც უკრაინელი მესანგრე ოფიცრის ვარაუდი გამართლდა. რუსებმა მეორე დღეს სწორედ იმ ადგილში დაიწყეს პონტონების ჩამოტვირთვა. ალბათ, უკრაინელ და რუს სამხედრო ინჟინრებს ერთი პროფესიონალი მასწავლებელი ჰყავდათ...

ამინდი ბურუსიანი იყო, თანაც რუსები კვამლის კოჭებს უშვებდნენ მხედველობის შესაზღუდად და პონტონების გაშლის ადგილის შესანიღბად, მაგრამ მძიმეწონიანი მანქანებისა და ჯავშანტექნიკის კოლონის გადაადგილების დიდმა ხმამ უკრაინელი მზვერავები დაარწმუნა საპონტონე ხიდის აგების მდებარეობაში, რომლის ზუსტი კოორდინატები თავიდანვე ჰქონდათ აღებული და...

უკრაინელი მზვერავები ჰყვებიან, რომ ასეთი საარტილერიო და საავიციო დაბომბვა მათ აქამდე არც უნახავთ. როგორც ჩანს, უკრაინის გენშტაბმა არ დაინანა არც ძალები და არც საბრძოლო საჭურველი რუსი ოკუპანტების სამაგალითო "დადუღებისთვის", რაზეც სადაზვერვო დრონიდან გადაღებული ეს ფოტოებიც ნათლად მეტყველებს...