საბანკო ვალები და ქონებრივი დეკლარაცია საცხოვრებელი ბინის გარეშე - როგორ ცხოვრობს ცნობილი პარლამენტარი, რომელიც ბაგრატიონების სიძეა - კვირის პალიტრა

საბანკო ვალები და ქონებრივი დეკლარაცია საცხოვრებელი ბინის გარეშე - როგორ ცხოვრობს ცნობილი პარლამენტარი, რომელიც ბაგრატიონების სიძეა

მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კვო­ტით უკვე მე­ო­რე ვა­დით გახ­ლავთ პარ­ლა­მენ­ტა­რი. ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნი,სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი თავ­დამ­სხმე­ლი გახ­ლავთ.

პო­ლი­ტი­კა­ში 2016 წლი­დან მო­ვი­და, მას შემ­დეგ რაც პირ­ვე­ლად ჩა­ი­ბა­რა დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი. მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის სპორ­ტულ კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვა ორი წლის მან­ძილ­ზე 1995-1997 წლებ­ში სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "მან­ჩეს­ტერ სი­ტი­ში" თა­მა­შია.

დე­პუ­ტატს მე­უღ­ლე თა­მარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი და სამი შვი­ლი მა­რი­ა­მი, გუ­რა­მი და ელი­სა­ბე­დი ჰყავს.

yavela2-1652539055.jpg

თა­მარ ბაგ­რა­ტი­ონს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ვაჟი გი­ორ­გი ივა­ნიშ­ვი­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც 1989 წელს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. გი­ორ­გი ივა­ნიშ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია. 31 წლის ნა­ხე­ვარმცველ­მა 2 წლის წინ სას­ნო­ვი­ე­ცის „ზაგ­ლე­ბი­ეს­თან“ კონ­ტრაქტს ხელი სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე მო­ა­წე­რა.

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი ბოლო წლებ­ში სა­ჩხე­რის „ჩი­ხუ­რა­ში“ თა­მა­შობ­და. ამ­ჟა­მად ცხინ­ვა­ლის "სპარ­ტა­კის" შემ­ტე­ვი ნა­ხე­ვარმცვე­ლია.

yavela4-1652539055.jpg
მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი შვილ­თან, მა­რი­ამ ყა­ვე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად

მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის დეკ­ლა­რა­ცია, პო­ლი­ტი­კა­ში წა­სუ­ლი სხვა ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია. მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 2007 წელს 22 ათას დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი ავ­ტო­ფა­რე­ხი, თბი­ლის­ში გა­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე.

მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს თი­ბი­სი ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 169,14 ლარი. თი­ბი­სი ბან­კის საკ­რე­დი­ტო ორ ბა­რათ­ზე 23689,97 ლარი და 6530,07 ლარი.

yavela3-1652539055.jpg
გი­ორ­გი ივა­ნიშ­ვი­ლი

მე­უღ­ლეს თა­მარ ბაგ­რა­ტი­ონს თი­ბი­სი ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 616,84 ლარი. შვილს მა­რი­ამ ყა­ვე­ლაშ­ვილს თი­ბი­სი ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 234,52 ლარი, ინდ.მე­წარ­მის ან­გა­რიშ­ზე 13379,84 ლარი, საკ­რე­დი­ტო ბა­რათ­ზე 6087,37 ლარი. (გაგრძელება)