"მე, როგორც ჩემი სამშობლოს შვილი და სამხრეთ ოსეთის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს ერთიან რუსეთთან ოსი ხალხის გაერთიანებას" - კვირის პალიტრა

"მე, როგორც ჩემი სამშობლოს შვილი და სამხრეთ ოსეთის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს ერთიან რუსეთთან ოსი ხალხის გაერთიანებას"

„სრულად ვუჭერ მხარს ერთიან რუსეთთან ოსი ხალხის გაერთიანებას“,- ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განაცხადა.

დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გაერთიანება რუსეთთან ოსი ხალხის საუკუნოვანი ნატვრაა, რომლის სისრულეში მოყვანასაც მრავალმა ადამიანმა თავი შესწირა.

„მე როგორც ჩემი სამშობლოს შვილი და სამხრეთ ოსეთის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს ერთიან რუსეთთან ოსი ხალხის გაერთიანებას. სხვა საკითხია, დადგა თუ არა ახლა ის ისტორიული მომენტი, როდესაც აუცილებელია ბრძანების გამოცემა რეფერნდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით და მისი ჩატარების ფორსირება“,- განაცხადა გაგლოევმა.

IPN