"ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი დამცველები აიძულებენ ოკუპანტებს წავიდნენ ჩვენი მიწიდან" - კვირის პალიტრა

"ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი დამცველები აიძულებენ ოკუპანტებს წავიდნენ ჩვენი მიწიდან"

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს დონბასში რაიმე გამარჯვება მაინც აჩვენოს.

„ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი დამცველები აიძულებენ ოკუპანტებს წავიდნენ ჩვენი მიწიდან. ჩვენ მათ ვაიძულებთ წავიდნენ უკრაინის ზღვიდანაც“,- განაცხადა ზელენსკის ვიდეომიმართვისას.

მისივე ცნობით, ვითარება დონბასში კვლავ ძალიან მძიმეა.

„რუსეთი ცდილობს იქ რაიმე გამარჯვება მაინც აჩვენოს. სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-80 დღეს ეს განსაკუთრებით სულელურად ჩანს, მაგრამ ისინი თავს არ ანებებენ მცდელობებს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

IPN