"უსაზღვრო სევდით, დარდით და განცდით შევეგებე... თბილისისგან შორს" - რას წერს იუბილარი ნიკოლოზ რაჭველი - კვირის პალიტრა

"უსაზღვრო სევდით, დარდით და განცდით შევეგებე... თბილისისგან შორს" - რას წერს იუბილარი ნიკოლოზ რაჭველი

ნიკოლოზ რაჭველი დღეს იუბილარია.

ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს...

"ამჯერად დაბადების დღეს უკრაინაში მიმდინარე ომზე ფიქრით, ამდენი გაუბედურებული ადამიანის თანაგრძნობით, ჩემი ნიკა წულუკიძისა და თეკლას ენით გამოუთქმელი ტრაგედიით და ჩემი გულის და სულის უდიდესი ნაწილის ლექსო თორაძის წასვლით გამოწვეული უსაზღვრო სევდით, დარდით და განცდით შევეგებე. ჩემი ქვეყნის ბედზე ფიქრიც მამძიმებს…

მაგრამ იმდენი უძვირფასესი მეგობარი, ნაცნობი ან უბრალოდ გულშემატკივარი მეგულება ირგვლივ, რომ ვაცნობიერებ იმ შემოსაზღვრულ ფარგლებს, სადამდეც შემიძლია თავს მივცე ცუდად ყოფნის უფლება…

პირველ რიგში, საქართველოს ეროვნული ორკესტრი და ახალი თაობის ნიჭიერი მუსიკოსებია ჩემი მთავარი საზრუნავი, მერე კი ყველა ის თანამოქალაქე, ვისაც არ მინდა მოვაკლო მუსიკა და შრომა რასაც ჩემგან ელიან, რომელთაც სჯერათ ჩემი გემოვნების, ჰარმონიის, ბგერების, ფერების…

ახლაც წინასწარ გეტყვით მადლობას მოლოცვებისა და კეთილი სურვილებისთვის და ხვალაც, დაბადების დღე რომ ჩაივლის. დღე, რომელსაც განმარტოებული, თბილისისგან შორს, სასტუმროში ვატარებ, სადაც ადმინისტრაციისგან უკვე მივიღე სიმბოლური საჩუქარი 🙂

მშვიდობა იყოს თქვენს ოჯახებში, საქართველოში, უკრაინაში და მთელ პლანეტაზე“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.