"ევროვიზიაზე" საქართველოდან უკრაინას ჟიურიმ 6 ქულა გადასცა, თუმცა საზმაუში ამბობენ, რომ მას12 ქულა დაუწერეს - რა მოხდა კონკურსზე? - კვირის პალიტრა

"ევროვიზიაზე" საქართველოდან უკრაინას ჟიურიმ 6 ქულა გადასცა, თუმცა საზმაუში ამბობენ, რომ მას12 ქულა დაუწერეს - რა მოხდა კონკურსზე?

"ევ­რო­ვი­ზია 2022"-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნა გახ­და. "კა­ლუ­შის“ ბენ­დი 631 ქუ­ლით პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­და.

კონ­კურ­სან­ტებს შო­რის ფა­ვო­რიტს ჟი­უ­რი და მა­ყუ­რე­ბე­ლი ცალ-ცალ­კე ირ­ჩევ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­დან, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან უმაღ­ლე­სი, 12 ქულა სწო­რედ უკ­რა­ი­ნას გა­და­ე­ცა, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი ჟი­უ­რის­გან, რო­გორც პირ­და­ირ ეთერ­ში ყვე­ლამ იხი­ლა, უკ­რა­ი­ნელ­მა კონ­კურ­სან­ტმა მხო­ლოდ 6 ქულა მი­ი­ღო.

აღ­ნიშ­ნულს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქარ­თულ სივ­რცე­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ქარ­თვე­ლი ჟი­უ­რი, რო­მელ­მაც მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა, რა­საც "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა გან­ცხა­დე­ბით უპა­სუ­ხა.

საზ­მა­უ­ში აცხა­დე­ბენ, რომ რე­ა­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­დან ჟი­უ­რი­მაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა, 12 ქულა, უკ­რა­ი­ნას მის­ცა და ამის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად ნო­ტა­რი­უ­ლად და­მოწ­მე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტიც არ­სე­ბობს:"ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლო­დან ეროვ­ნულ­მა ჟი­უ­რიმ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა – პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უკ­რა­ი­ნას მის­ცა, რაც 12 ქუ­ლას ნიშ­ნავს. ამას მოწ­მობს ნო­ტა­რი­უ­ლად და­მოწ­მე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გა­და­ეგ­ზავ­ნა ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­ვი­ზი­ის კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან დე­ტა­ლებს არ­კვევს", - ნათ­ქვა­მია "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.