"რუსეთის შეტევამ დონბასზე იმპულსი დაკარგა და მნიშვნელოვნად ჩამორჩა განრიგს" - რა ინფორმაციას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა? - კვირის პალიტრა

"რუსეთის შეტევამ დონბასზე იმპულსი დაკარგა და მნიშვნელოვნად ჩამორჩა განრიგს" - რა ინფორმაციას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა?

რუსეთის შეტევამ დონბასზე იმპულსი დაკარგა და მნიშვნელოვნად ჩამორჩა განრიგს. მცირემასშტაბიანი თავდაპირველი მიღწევების მიუხედავად, რუსეთმა გასული თვის განმავლობაში ვერ შეძლო მნიშვნელოვანი ტერიტორიული წარმატება - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ბრიტანული სპეცსამსახურების ცნობით, რუსეთმა სავარაუდოდ სახმელეთო საბრძოლო ძალების მესამედის დანაკარგი განიცადა.

„რუსული ძალები სულ უფრო მეტად არიან შეზღუდულნი გაუარესებული შესაძლებლობების, განუწყვეტელი დაბალი მორალისა და შემცირებული საბრძოლო ეფექტურობის გამო. ამ შესაძლებლობებიდან ბევრი არ შეიძლება სწრაფად შეიცვალოს ან აღდგეს და, სავარაუდოდ, გააგრძელებს რუსეთის ოპერაციების შეფერხებას უკრაინაში“, - აღნიშნულია განახლებულ სადაზვერვო ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ამჟამინდელ პირობებში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დრამატულად დააჩქარებს წინსვლის ტემპს მომდევნო 30 დღის განმავლობაში.

"ინტერპრესნიუსი"