რუსეთმა ლვოვის რეგიონზე სარაკეტო იერიში განახორციელა - კვირის პალიტრა

რუსეთმა ლვოვის რეგიონზე სარაკეტო იერიში განახორციელა

დღეს დილით ლვოვის რეგიონში რუსმა აგრესორებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ზოგიერთ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.

ინფორმაციას "ტელეგრამის“ საკუთარ არხზე რეგიონის გუბერნატორი მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს.

"მტრის ოთხი რაკეტა ლვოვის რეგიონის ერთ-ერთ სამხედრო ობიექტს მოხვდა, რომელიც მთლიანად განადგურებულია. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. არავის დასჭირდა სამედიცინო დახმარება“, - აღნიშნა კოზიცკიმ.

"ინტერპრესნიუსი"