"ზრდილობის გამო ერთხელ რომ გვახსენოთ რა მოხდება..." - რას წერს სტეფანე მღებრიშვილი წლევანდელ ევროვიზიის კონკურსზე მომხდარ გაურკვევლობაზე? - კვირის პალიტრა

"ზრდილობის გამო ერთხელ რომ გვახსენოთ რა მოხდება..." - რას წერს სტეფანე მღებრიშვილი წლევანდელ ევროვიზიის კონკურსზე მომხდარ გაურკვევლობაზე?

წლევანდელ ევროვიზიის კონკურსზე მომხდარ გაურკვევლობას, რაც საქართველოს ჟიურის მიერ დაწერილმა ქულამ გამოიწვია, მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ევროვიზიაზე რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი. შეიძლება შეეშალათ, გაირკვევა ალბათ.წელსაც BBC ის ჟურნალისტთან მქონდა ინტერვიუ. ზოგადად სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველ წელს მიკავშირდებიან, როგორც არასამართლიანად დაბლოკილს მაგ კონკურსზე.ყოველ წელს ევროპაში, ევროვიზიის დღიურებზე გვახსენებენ, როგორც არასწორად დაბლოკილებს.საქართველოს მაუწყებელზე ერთხელაც არ წამოცდენიათ ჩვენი ჯგუფის სახელი. მაშინაც ეშინოდათ არ გაეღიზიანებიათ ვინმე.ზრდილობის გამო ერთხელ რომ გვახსენოთ რა მოხდება, როცა ყოველ ჯერზე აცხადებთ, ვინ მიიღო მონაწილეობა. მაგხელა გამოხმაურება მაინც არავის არ ქონია რაც ჩვენ.ეს არაფერს არ შეცვლის არც ჩემთვის, არც არავისთვის. მაგრამ ფაქტის იგნორირება ყოველ წელს ესე შეგნებულად … მგონი ტეხავს", - წერს მომღერალი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.