"ბარემ ზელენსკისაც ოსკარი მიეცით!" - როგორ ეხმაურება თინა კანდელაკი ევროზიაზე უკარანის გამარჯვებას? - კვირის პალიტრა

"ბარემ ზელენსკისაც ოსკარი მიეცით!" - როგორ ეხმაურება თინა კანდელაკი ევროზიაზე უკარანის გამარჯვებას?

ჟურნალისტი, თინა კანდელაკი, რომლიც რუსეთში საქმიანობს, უკრაინის ევროვიზიის კონკურსში გამარჯვებას ეხმაურება და "ტელეგრამზე” წერს:

"ევროვიზიამ დაამტკიცა, რომ "ფეიკის” კულტურა უსაზღვროა. „ფეიკი” ევროვიზია, რა იქნება შემდეგი? ბარემ ზელენსკისაც ოსკარი მიეცით!

ველოდები, როდის დაიჩოქებს ევროპა და ამერიკა უკრაინის წინაშე. მსოფლიომ შეიძლება ჭკუიდან გადაიყვანოს ნაცია და მან დაიჯეროს, რომ ყველას მისი ვალი აქვს”, – წერს კანდელაკი.

ცნობისთვის, იტალიაში, ევროვიზია 2022-ის ფინალურ კონცერტზე, გამარჯვებული უკრაინა გახდა. ქვეყანა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ, სიმღერით Стефанія წარადგინა.