"პატ­რი­არ­ქის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შე­დე­გი იყო ის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში" - რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი? - კვირის პალიტრა

"პატ­რი­არ­ქის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შე­დე­გი იყო ის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში" - რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი?

პატ­რი­არ­ქის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შე­დე­გი იყო ის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ,- ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მად­ლი­ე­რე­ბი უნდა იყ­ვნენ.

"თქვენ ყვე­ლამ იცით, რომ პატ­რი­არ­ქი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შეხ­ვდა. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ ამ სა­უბ­რის ყვე­ლა დე­ტა­ლი ვი­ცო­დეთ - შე­დე­გი იყო ის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და მად­ლი­ე­რი უნდა იყოს ყვე­ლა, ოჯა­ხის წევ­რიც და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა, რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იქ­ნე­ბა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შე­დე­გი იყო ის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, არ უნდა შეხ­ვედ­რო­და? ოჯა­ხის წევ­რებს რა­ტომ უნდა შეხ­ვედ­რო­და? ამი­ტომ არ უნ­დო­დათ შეხ­ვედ­რა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ყო?“,- აღ­ნიშ­ნა მან.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­საც უნდა ვი­ყოთ მად­ლი­ე­რი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რად­გან ეს არ არის მარ­ტი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ამას­თან, მიტ­რო­პო­ლიტ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ლო­ცუ­ლო­ბენ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ "ღმერ­თი ლოც­ვებს შე­ის­მენს“.

"ჩემი პი­რა­დი პო­ზი­ცია ის არის, რომ მე ხში­რად დავ­დი­ვარ მას­თან [მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან], ხში­რად ვუს­რუ­ლებ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს, რაც არის ჩემი პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბა, და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და რაც შე­მიძ­ლია ვა­კე­თებ. ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ მის­თვის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ღმერ­თი ჩვენს ლოც­ვას შე­ის­მენს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნებს და პო­ლი­ტი­კურ შე­ფა­სე­ბებს, ეს არ არის ჩემი საქ­მე. ცი­ხი­დან რომ გა­მო­ვე­დი, გან­ვა­ცხა­დე, რომ ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მეჩ­ვე­ნე­ბა შეც­ვლი­ლი, გამ­ხდა­რი, და­სუს­ტე­ბუ­ლი და მე მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ეს ზო­გა­დი შე­ფა­სე­ბა თვა­ლით და უშუ­ლო კონ­ტაქ­ტით და მგო­ნია, რომ ამის გამო მოხ­და სწო­რედ....

ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც უნდა და­ვუ­ფა­სოთ აუ­ცი­ლებ­ლად, რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან და არ არის ად­ვი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც მი­ი­ღეს, რომ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მგო­ნი, მად­ლი­ე­რე­ბი უნდა ვი­ყოთ ამის გამო“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

"ინტერპრესნიუსი"