"სა­მა­გი­ე­როდ მო­მა­ვალ წელს ევ­რო­ვი­ზია რუ­სეთ­ში ჩა­ტარ­დე­ბა" - როგორ ეხმაურება ევროზიაზე უკარანის გამარჯვებას მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი? - კვირის პალიტრა

"სა­მა­გი­ე­როდ მო­მა­ვალ წელს ევ­რო­ვი­ზია რუ­სეთ­ში ჩა­ტარ­დე­ბა" - როგორ ეხმაურება ევროზიაზე უკარანის გამარჯვებას მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი?

თინა კან­დე­ლა­კის შემ­დეგ, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბას პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის კი­დევ ერთი მე­ხოტ­ბე და პრო­პა­გან­დის­ტი მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი ეხ­მა­უ­რე­ბა.

სი­მო­ნი­ან­მა "ტე­ლეგ­რა­მის" სა­კუ­თარ არხზე უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბა გა­ა­ზი­ა­რა და და­ა­წე­რა "სა­მა­გი­ე­როდ მო­მა­ვალ წელს "ევ­რო­ვი­ზია" რუ­სეთ­ში ჩა­ტარ­დე­ბა" - ეს სა­უ­კე­თე­სო კო­მენ­ტა­რია მკი­თხვე­ლის­გან" .

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი ქვეყ­ნის კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მო­მა­ვალ წელს უკ­რა­ი­ნა მე­სა­მედ უმას­პინ­ძლებს "ევ­რო­ვი­ზი­ას". სა­ვა­რა­უ­დოდ, ზე­ლენ­სკის აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გახ­და სი­მო­ნი­ა­ნის პოს­ტის ინ­სპი­რა­ცია.

კრემ­ლის ცნო­ბი­ლი პრო­პა­გან­დის­ტე­ბი­დან სი­მო­ნი­ა­ნი არ ყო­ფი­ლა ერ­თა­დერ­თი, ვინც უკ­რა­ი­ნის წარ­მა­ტე­ბამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. მა­გა­ლი­თად, თინა კან­დე­ლაკ­მა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ვერ და­მა­ლა და "ევ­რო­ვი­ზია" გა­ლან­ძღა.

"ევ­რო­ვი­ზი­ამ და­ამ­ტკი­ცა, რომ ყალ­ბი კულ­ტუ­რა შე­იძ­ლე­ბა იყოს უსა­ზღვრო.

ყალ­ბი ევ­რო­ვი­ზია - რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი? შე­გიძ­ლი­ათ უკ­რა­ი­ნას წი­ნას­წარ მი­ა­ნი­ჭოთ ყვე­ლა პრი­ზი: ზე­ლენ­კის ოს­კა­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი." - და­წე­რა მან "ტე­ლეგ­რა­მის" სა­კუ­თარ არხზე.

"ინტერპრესნიუსი"