"გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად ყველამ მოვიპოვოთ თავისუფლება" - რას ამბობს ნიკა გვარამიას მეუღლე
ძალიან რთულია, ამას გულწრფელად არ ველოდი, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.
მისი თქმით, „ახლა გაერთიანების დროა“.
„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი, როდესაც სკოლიდან გამოვლენ - რომ გამაგრდნენ. გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად ყველამ მოვიპოვოთ თავისუფლება“, - განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.