"ჩვენ არ გვაქვს არც მა­მუ­ლი, არც ენა, იმი­ტომ, რომ წერა-კი­თხვაც კი აღარ ვი­ცით წე­სი­ე­რად და სამ­წუ­ხა­როდ, სარ­წმუ­ნო­ე­ბაც ფარ­სად იქცა" - კვირის პალიტრა

"ჩვენ არ გვაქვს არც მა­მუ­ლი, არც ენა, იმი­ტომ, რომ წერა-კი­თხვაც კი აღარ ვი­ცით წე­სი­ე­რად და სამ­წუ­ხა­როდ, სარ­წმუ­ნო­ე­ბაც ფარ­სად იქცა"

"მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც არ­ხის დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, ნიკა გვა­რა­მი­ას 3 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა და ეს მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა.

ამას­თან, რო­გორც გი­ორ­გი გა­ბუ­ნია აცხა­დებს, "მთა­ვა­რი არხი“ მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებს.

"პირ­ველ რიგ­ში, უნდა ვთქვა, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სა­სა­მარ­თლოს­გან ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ იყო. დღეს კი­დევ ერთხელ დამ­ტკიც­და და გა­მოჩ­ნდა, რომ ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო არ გვაქვს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იქცა უბ­რა­ლოდ, და­ში­ნე­ბუ­ლი, ძა­ლა­დო­ბის ქვეშ მყო­ფი, არა­თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის აგ­ლო­მე­რა­ცი­ად, რომ­ლე­ბიც უბ­რა­ლოდ შემ­თხვე­ვით გავჩნდით ერთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ამი­ტომ ვართ ერ­თად. არც ენა, არც მა­მუ­ლი, არც სარ­წმუ­ნო­ე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, აღარ არის ჩვე­ნი ერის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი. ვხე­დავთ, რომ ჩვენ არ გვაქვს არც მა­მუ­ლი, უკვე დაფ­ლე­თი­ლია ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, არ გვაქვს არც ენა იმი­ტომ, რომ წერა-კი­თხვაც კი აღარ ვი­ცით წე­სი­ე­რად ან თუ ვი­ცით, ამას მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­სახ­ლე­ჩად და ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად ვი­ყე­ნებთ. სამ­წუ­ხა­როდ, სარ­წმუ­ნო­ე­ბაც ფარ­სად იქცა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო წლებ­ში.

ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას უფრო მე­ტად, ვიდ­რე აქამ­დე იმი­ტომ, რომ ახლა კი­დევ ერთი და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლი­ან დიდი მი­ზე­ზი გვაქვს იმის­თვის, რომ ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლოთ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, რო­გორც ყო­ველ­თვის, არა მარ­ტო ნი­კას თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, ამ­ჯე­რად სა­ხელ­მწი­ფომ, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ასე მო­ინ­დო­მა და ნიკა გვა­რა­მია გა­ხა­და ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კი­დევ ერთ სიმ­ბო­ლოდ, არა ერ­თა­დერ­თად.

ეს ბრძო­ლა აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა და მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა. ნიკა გვა­რა­მი­ას ბოლო წლე­ბის მთა­ვა­რი ქმნი­ლე­ბა "მთა­ვა­რი არხი“ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას“,-გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მისი თქმით, არხს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რაც ქვეყ­ნის პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს.

"ერ­თა­დერ­თი, რა პრობ­ლე­მაც ჩვენ გვაქვს და ამა­ზე ნი­კა­მაც ისა­უბ­რა, მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მა და ესეც მო­დის ისევ ქვეყ­ნის პრობ­ლე­მი­დან იმი­ტომ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას აღარ აქვს არც ეკო­ნო­მი­კა, აღარ აქვს აღა­რა­ნა­ი­რი დოვ­ლა­თი და ჩვენს "მოხ­რჩო­ბას“ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლო­ბენ სწო­რედ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბით, მაგ­რამ ჩვენ ამა­საც გა­დავ­ლა­ხავთ. ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო იქ­ცეს ისევ სა­ხელ­მწი­ფოდ, რო­გორც ოდეს­ღაც იყო“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, "მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის ნიკა გვა­რა­მია და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლი კა­ხა­ბერ და­მე­ნია სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, ზუ­რაბ იაშ­ვი­ლი კი უდა­ნა­შა­უ­ლოდ იქნა ცნო­ბი­ლი. ნიკა გვა­რა­მია სა­სა­მარ­თლომ ნა­წი­ლობ­რივ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, მის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი მუხ­ლე­ბის ნა­წი­ლი 220-ე მუხ­ლით გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და მას სას­ჯე­ლის სა­ხით 3 წელი და 6 თვე გა­ნე­სა­ზღვრა.

ambebi.ge