"ჩა­კე­ტეთ ქვე­ყა­ნა და გა­მო­ა­ცხა­დეთ ბა­ტონყმო­ბა" - რას წერს მაკა ჩიჩუა ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე? - კვირის პალიტრა

"ჩა­კე­ტეთ ქვე­ყა­ნა და გა­მო­ა­ცხა­დეთ ბა­ტონყმო­ბა" - რას წერს მაკა ჩიჩუა ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე?

"მთა­ვა­რი არ­ხის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ნიკა გვა­რა­მი­ას და­პა­ტიმ­რე­ბას ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი, მაკა ჩი­ჩუა ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"და­ხუ­რეთ ყვე­ლა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სი­ტყვის/აზ­რის ტე­ლე­ვი­ზია! და­ი­ჭი­რეთ მათი პატ­რო­ნე­ბი, ჩა­კე­ტეთ ქვე­ყა­ნა და გა­მო­ა­ცხა­დეთ ბა­ტონყმო­ბა", - წერს ჩი­ჩუა.

photo-1652698293.jpg

ცნო­ბის­თვის, ნიკა გვა­რა­მია დღეს, გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ლაშა ჩხიკ­ვა­ძემ ნიკა გვა­რა­მია ნა­წი­ლობ­რივ დამ­ნა­შა­ვედ ცნო, მის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი მუხ­ლე­ბის ნა­წი­ლი 220-ე მუხ­ლით გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და მას სას­ჯე­ლის სა­ხით 3 წელი და 6 თვე გა­ნე­სა­ზღვრა.

ნიკა გვა­რა­მია ცნო­ბი­ლი იქნა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ორ ეპი­ზოდ­ში, რო­მე­ლიც "პორ­შე­სა" და 6 მი­ლი­ონ 700 000 ლა­რის გაფ­ლან­გვის ეპი­ზოდს ეხე­ბო­და.

შე­გახ­სე­ნებთ, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2020 წლის 6 სექ­ტემ­ბერს, "რუს­თა­ვი 2“-ის საქ­მე­ზე ბრა­ლი ნიკა გვა­რა­მი­ას წა­უ­ყე­ნა. ნიკა გვა­რა­მი­ას ბრა­ლად ედე­ბო­და წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით "რუს­თა­ვი 2“-ის კუთ­ვნი­ლი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბის გაფ­ლან­გვა, კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია. ნიკა გვა­რა­მი­ას ასე­ვე ბრა­ლი ედე­ბა სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. გვა­რა­მი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 40 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ამას­თან, მას ქვეყ­ნი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა ჰქონ­და შე­ზღუ­დუ­ლი.