"ჯგუფს, რომელშიც ნონა იბრძოდა, ალყა შემოარტყეს, მაგრამ მას და მის თანამებრძოლებს წუთითაც არ უფიქრიათ დანებებულიყვნენ" - უმძიმესი ბრძოლა გუმისთასთან და კიდევ ერთი გმირობის ამბავი - კვირის პალიტრა

"ჯგუფს, რომელშიც ნონა იბრძოდა, ალყა შემოარტყეს, მაგრამ მას და მის თანამებრძოლებს წუთითაც არ უფიქრიათ დანებებულიყვნენ" - უმძიმესი ბრძოლა გუმისთასთან და კიდევ ერთი გმირობის ამბავი

"ფე­ის­ბუქ­ში" ლაშა სი­რა­ნაშ­ვი­ლის პოსტს გა­და­ვა­წყდი, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ომის ერთ უმ­ძი­მეს ეპი­ზოდს ასე იხ­სე­ნებ­და:

"1993 წლის 16 მარტს, 23-ე ბრი­გა­დის მე - 2 ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­ო­რე ასე­უ­ლის პო­ზი­ცი­ებს მტერ­მა დიდი ძა­ლე­ბით შე­მო­უ­ტია. მედ­და ნონა მურ­ღვლი­ა­ნი ერთი სან­გრი­დან მე­ო­რე სან­გარ­ში უშიშ­რად გა­და­დი­ო­და, რა დრო­საც ცალი ხე­ლით მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და შე­სახ­ვე­ვი მა­სა­ლა მიჰ­ქონ­და, მე­ო­რე ხელ­ში კი ავ­ტო­მა­ტი ეკა­ვა. გოგი ავა­ლი­ა­ნი და გენო ჩარ­გე­იშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც დაჭ­რი­ლე­ბი იყ­ვნენ, მალ­ხაზ ქარ­და­ვას დახ­მა­რე­ბით სამ­შვი­დო­ბოს გა­იყ­ვა­ნა. დაჭ­რი­ლი იყო გელა ქალ­და­ნიც, რო­მე­ლიც ასე­ვე მო­ა­რი­და ბრძო­ლის ველს, მაგ­რამ მა­ლე­ვე მას­თან და სხვა მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად ალ­ყა­ში მო­ექ­ცა და ტყვედ ჩა­ბა­რე­ბას, სხვებ­თან ერ­თად სიკ­ვდი­ლი ამ­ჯო­ბი­ნა!"

იქვე აქ­ვეყ­ნებდს 1993 წლის მარ­ტში, გა­ზეთ "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა­ში“ თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის სა­ხე­ლით ნონა მურ­ღვლი­ა­ნის თა­ო­ბა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილს:

"რო­გორ ელო­და გა­ზა­ფხულს და გა­ზა­ფხულ­თან ერ­თად მშვი­დო­ბას. ოდით­გან­ვე ქა­ლის საქ­მე არ იყო ომი, მაგ­რამ ნონა სულ სხვაგ­ვა­რად ფიქ­რობ­და. მას ია­რა­ღი თა­ვი­სი სოფ­ლის გა­ნად­გუ­რე­ბამ აა­ღე­ბი­ნა. სა­ნამ მშობ­ლე­ბის დამ­წვარ სახ­ლს და სო­ფელს არ ვი­სის­ხლებ, ია­რაღს არ და­ვაგ­დე­ბო. ასეც მო­იქ­ცა. ვაჟ­კაც თა­ნა­მებ­რძო­ლებს გვერ­დით ამო­უდ­გა და იცავ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას აფხა­ზი და მთი­ე­ლი სე­პა­რა­ტისტ-ექ­სტრე­მის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდე გა­ჩა­ღე­ბულ ომში. იბ­რძო­და მედგრად, ვაჟ­კა­ცუ­რად, უშიშ­რად, ისე რო­გორც თა­ვის წი­ნაპ­რებს შეჰ­ფე­რო­და; გა­მო­ირ­ჩე­ო­და გულ­თბი­ლო­ბით, პა­ტი­ოს­ნე­ბით, სი­კე­თით და დის­ციპ­ლი­ნით.16 მარტს სხვა ლომ­გულ ქარ­თველ ვაჟ­კა­ცებ­თან ერ­თად ჩა­ე­ბა გა­დამ­თი­ელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ბრძო­ლა­ში. ჯგუფს, რო­მელ­შიც ნონა იბ­რძო­და, ალყა შე­მო­არ­ტყეს, მაგ­რამ მას, რო­გორც სხვა თა­ნა­მებ­რძო­ლებს, ერთი წუ­თი­თაც არ უფიქ­რია და­ნე­ბე­ბუ­ლი­ყო მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს. იბ­რძო­და მა­მა­ცუ­რად, გმი­რუ­ლად, სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წვე­თამ­დე. ტრა­გი­კუ­ლად შე­წყდა ნონა მურ­ღვლი­ა­ნის ლა­მა­ზი სი­ცო­ცხლე. ჩვენ, მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ერთი წუ­თი­თაც არ და­ვი­ვი­წყებთ ჩვენს გა­მამ­ხნე­ვე­ბელ, ბრძო­ლებ­ში ნაწ­რთობ ქარ­თველ ქალს, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო დე­და­სამ­შობ­ლოს კე­თი­ლი მო­მა­ვა­ლი. მსუ­ბუ­ქი იყოს ის მშობ­ლი­უ­რი მიწა, რო­მელ­საც შენ, ნონა, მი­ე­ბა­რე. გჯე­რო­დეს, შენს ნა­თელ სულს, შენს გმირ და წმინ­და სა­ხელს და­ვი­წყე­ბა არ უწე­რია".

ვინ იყო ნონა მურ­ღვლი­ა­ნიამ პოს­ტის შემ­დეგ გა­და­ვი­წყვი­ტე, მო­მე­ძე­ბე­ნა ნონა არ­ღვლი­ა­ნის ამ­ბა­ვი. ინ­ტრე­ნეტ­ში მწი­რი, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მა­ინც იძე­ბე­ნე­ბა.

ვე­ბპორ­ტალ mematiane.ge-ის თა­ნახ­მად,

ნონა მურ­ღვლი­ა­ნი 1960 წლის 13 მარტს ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ათა­რა-არა­მი­ანსკა­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა ლექჩოს მე­ო­რე სკო­ლა ინ­ტერ­ნა­ტი. 1992 წლის 25 სექ­ტემ­ბრი­დან ირი­ცხე­ბო­და მე-2 სა­ა­არ­მიო კორ­პუ­სის 23-ე მე­ქა­ნი­ზი­რე­ბუ­ლი ბრი­გა­დის მე-2 მო­ტომსრო­ლე­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის მე-2 ასე­უ­ლის სა­ნი­ტა­რულ ინ­სტრუქ­ტო­რად. და­ი­ღუ­პა 1993 წლის 16 მარტს, გუ­მის­თას­თან. "როცა აფხაზ­მა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, ნონა ტოლს არ უდებ­და ვაჟ­კა­ცებს", - ვკი­თხუ­ლობთ პორ­ტალ­ზე. ის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ვახ­ტანგ გორ­გას­ლის მე­სა­მე ხა­რის­ხის ორ­დე­ნით და­უ­ჯილ­დო­ე­ბი­ათ.

ინ­ტერ­ნეტ­ში იძებ­ნე­ბა ლა­ზა­რე (ან­ზორ) ავა­ლი­ა­ნის 2000 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლი, რო­მელ­შიც ის სე­პა­რა­ტის­ტე­ბი­სა და მათი წამ­ქე­ზე­ბე­ლი რუ­სე­ბის მიერ გუ­მის­თა­ზე 1993 წლის 15-16 მარტს მი­ტა­ნილ შე­ტე­ვას ასე აღ­წერს... გააგრძელეთ კითხვა