"თბილისი მედიკში" ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნა - კვირის პალიტრა

"თბილისი მედიკში" ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნა

კომპანია თბილისი მედიკში ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნა. საღამო ორგანიზებული იყო სხვდასხვა კლინიკებში დასაქმებული ექთნების პატივსაცემად. ამასთან, სტუმრები უკეთ გაეცნენ კომპანიის ღირებულებებს, პროდუქციასა და სამომავლო გეგმებს.

თბილისი მედიკი , უკვე 11 წელზე მეტია, რაც საქართველოს სამედიცნო ბაზარზე ოპერირებს როგორც B2B, ასევე B2C მიმართულებით და დაკავებულია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის, სამედიცინო ავეჯის, სახარჯი მასალების, ქირურგიული ინსტრუმენტების, პაციენტის მოვლის საშუალებების იმპორტითა და რეალიზაციით. მსოფლიოს მოწინავე მწარმოებლებთან თანამშრომლობით , თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ სერვისებთან/პროდუქტებთან უწყვეტი წვდომით, თბილისი მედიკი ხელს უწყობს საქართველოს სამედიცინო სფეროს განვითარებას და პირნათლად ასრულებს საკუთარ მისიას– გაუმარტივოს ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

image002-1652708520.jpg

თბილისი მედიკის წარმატებული საქმიანობის ერთერთი მთავარი საფუძველი ყოველთვის იყო კორპორატიულ, თუ საცალო მომხმარებლებთან ჯანსაღი კომუნიკაცია და მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული თანამშრომლობის პირობები. ექთნების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ისევე როგორც კომპანიის მიერ გაწეული ნებისმიერი სამუშაო, ემსახურება სამედიცინო სფეროს მხარდაჭერას.

,,ყოველთვის ვიცოდით, თუმცა პანდემიამ ნათლად დაგვანახა რაოდენ დიდი ძალისხმევის მოითხოვს საექთნო საქმე, ზოგადად სამედიცინო სფერო. ჩვენ ვნახეთ მედიცინის მუშაკების თავდაუზოგავი ბრძოლა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ექთნების პროფესიული დღის აღნიშვნის მიზანია, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ ვაფასებთ თითოეული მათგანის შრომას და გადავუხადოთ მათ მადლობა’’ -აცხადებენ კომპანიაში.

image003-1652708536.jpg

აღსანიშნავია, რომ თბილისი მედიკი არა მხოლოდ თანამედროვე აპარატურით ამარაგებს პარტნიორ დაწესებულებებს, არამედ უზრუნველყოფს დროული და ეფექტური ტექნიკური მხარდაჭერითაც: კომპანიის სერტიფიცირებული საინჟინრო მომსახურების გუნდი ახორციელებს აპარატურის ინსტალაციას, ტექნიკურ მონიტორინგს, ინსტრუქტაჟის გაწევას, ხარვეზის აღმოფხვრასა და სხვა საველე მომსახურებებს, რომლებიც მიმართულია პარტნიორთა შეუფერხებელ საქმიანობასა და კომფორტზე.

image004-1652708552.jpg

თბილისი მედიკ-ის წყალობით, საქართველოში ხელმისაწვდომია მსოფლიო სამედიცინო საზოგადოების მიერ აღიარებული სხვდასხვა ამერიკული, ევროპული და აზიური ბრენდები, რაც ქართულ სამედიცინო სფეროს მნიშვნელოვნად ეხმარება ფუნქციონირებაში, ხოლო მოქალაქეებს კი მრავალფეროვან არჩევანს უქმნის.

დღეს, თბილისი მედიკ-ი საქართველოში ოფიციალურად და ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა მაგალითად : გლობალური ბრენდები Johnson & Johnson და Bausch and Lomb, Ortho-clinical Diagnostic და ASP -აშშ, იაპონური ბრენდი Nidek, ჩინური ბრენდები Mindray და SonoScape, თურქული ბრენდი Turmed და სხვა.

R