ფინეთის პარლამენტმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის შეტანას მხარი დაუჭირა
ფინეთის პარლამენტმა, დღეს გამართული კენჭისყრის დროს, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის შეტანას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, გადაწყვეტილების სასარგებლოდ ხმა 188 დეპუტატმა მიიღო, წინააღმდეგი კი 8 წავიდა.
„პარლამენტი მხარს უჭერს ფინეთის განცხადებას ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. პარლამენტმა გადაწყვეტილება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშის შესაბამისად მიიღო, 188 ხმით 8-ის წინააღმდეგ“, - ნათქვამია პარლამენტის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
ინტერპრესნიუსი