რუსეთი ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭოს (CBSS) ტოვებს - რა ინფორმაციას ავრცელებს სერგეი ლავროვი? - კვირის პალიტრა

რუსეთი ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭოს (CBSS) ტოვებს - რა ინფორმაციას ავრცელებს სერგეი ლავროვი?

რუსეთი ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭოს (CBSS) ტოვებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა გადაწყვეტილება CBSS ჯგუფის "მტრული ქმედებების საპასუხოდ" მიიღო.

„CBSS-ში წევრობის შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს რუსეთის ყოფნაზე რეგიონში. ჩვენი ქვეყნის ბალტიისპირეთიდან განდევნის ნებისმიერი მცდელობა განწირულია მარცხისთვის“-განაცხადა მან.

ცნობისთვის, ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭო სამთავრობათშორიოს ორგანზიაციაა, რომელიც 1992 წერს დაარსდა. მასში შედიან გერმანია პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, შვედეთი, დანია, ისლანდია და რუსეთი.

"ინტერპრესნიუსი"