ზელენსკიმ საფრანგეთში, კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნისას აუდიტორიას მოულოდნელად სიტყვით მიმართა - კვირის პალიტრა

ზელენსკიმ საფრანგეთში, კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნისას აუდიტორიას მოულოდნელად სიტყვით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში, კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნისას აუდიტორიას მოულოდნელად სიტყვით მიმართა.

"ჩვენ მოვიგებთ ამ ომს“- განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.

ვიდეოჩართვის დროს ზელენსკიმ ჩარლი ჩაპლინის ფილმი „დიდი დიქტატორი“ ახსენა და კინორეჟისორებს მოუწოდა ომის დროს უქმად არ იდგნენ.

"მე-20 საუკუნის ყველაზე სასტიკ დიქტატორებს უყვარდათ კინო“,- აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

"დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატორი წააგებს”, - განაცხადა ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხსენების გარეშე.

მიმართვის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ფრაზა "დიდება უკრაინას" წარმოთქვა.

"ინტერპრესნიუსი"