"რატომ ჩაგვაცივდით ქართველებს, თითქოს "ბანანის რესპუბლიკის" მკვიდრნი ვიყოთ? რა გსურთ, რომ საბოლოოდ გვეტიროს ყოფა?" - რობერტ სტურუა აშშ-ს ელჩს მიმართავს - კვირის პალიტრა

"რატომ ჩაგვაცივდით ქართველებს, თითქოს "ბანანის რესპუბლიკის" მკვიდრნი ვიყოთ? რა გსურთ, რომ საბოლოოდ გვეტიროს ყოფა?" - რობერტ სტურუა აშშ-ს ელჩს მიმართავს

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი რო­ბერტ სტუ­რუა სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩს კელი დეგ­ნანს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს:

"ძვირ­ფას ქალ­ბა­ტონს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფს, დი­დად პა­ტივ­ცე­მულ ამე­რი­კის ელჩს, მისს კ ე ლ ი დ ე გ ნ ა ნ ს! ოღონდ ერთი მთა­ვა­რი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი თხოვ­ნა უნდა შე­მის­რუ­ლოთ:არ მის­ცეთ სა­თარ­გმნე­ლად ეს ჩემი თით­ქოს ვულ­კა­ნი­დან ამო­ხეთ­ქი­ლი “ემო­ცი­ის ლავა” თქვენს მომ­ხიბ­ლავ ნა­ცისტ გო­გო­ნებს - ისი­ნი არ გი­თარ­გმი­ან ზუს­ტად ჩემს გუ­ლის ნა­დებს, ისე­ვე, რო­გორც ოს­ტა­ტუ­რად გი­მა­ლა­ვენ სი­მარ­თლეს და არა­ფერს გიყ­ვე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს და­უ­ძი­ნე­ბელ მტრებ-ნა­ცის­ტე­ბის ინ­ტრი­გებ­ზე!

მაშ ასე, ვი­წყებ! რა­ტომ ჩაგ­ვა­ცივ­დით ქარ­თვე­ლებს, თით­ქოს “ბა­ნა­ნის რეს­პუბ­ლი­კის” მკვიდ­რნი ვი­ყოთ - და რომ ჩვენ სას­წრა­ფოდ უნდა შე­ვუ­რიგ­დეთ ოპო­ზი­ცი­ას, სრუ­ლი­ად ზნე­და­ცე­მულ ადა­მი­ა­ნებს, ვის­თვი­საც ფუ­ლის, მთავ­რო­ბის სა­ვარ­ძლე­ბის “პე­დო­ფი­ლუ­რი” სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და არა­ფე­რი გა­აჩ­ნი­ათ?!

პირ­ვე­ლად კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში დიდი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა მე­ო­რე დიდი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს, პუ­ტინს მკვლე­ლი უწო­და!

გა­და­ა­მოწ­მეთ CIA-ს მო­ნა­ცე­მე­ბი და დარ­წმუნ­დე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს და მის მა­ფი­ას ზუს­ტად იგი­ვე და­ნა­შა­უ­ლი მი­უ­ძღვის! მე ვფიქ­რობ, რომ თქვენ­ნა­ირ­მა პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცის! მაშ რას ერ­ჩით სა­ქარ­თვე­ლოს? რას გვერ­ჩით უბე­დურ და ჯერ კი­დევ პა­ტი­ო­სან მო­ქა­ლა­ქე­ებს? რა გსურთ?

1. სა­ბო­ლო­ოდ რომ გვე­ტი­როს ყოფა?

2. ერ­თმა­ნე­თი დავკლად და აქ

3. “აკა­პულ­კო-კუ­რორ­ტი” გა­გა­შე­ნე­ბი­ნოთ ვი­ღაც უსაქ­მურ ტუ­რის­ტე­ბის­თვის.

4. თუ მე­ო­რე ფრონ­ტი გავ­ხსნათ ოკუ­პი­რე­ბულ­მა ქვე­ყა­ნამ, (ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა და მის­მა ამ­ქრებ­მა ერთი მე­სა­მე­დი სა­ქარ­თვე­ლო­სი რუ­სებს რომ ჩა­ა­ბა­რეს) გავ­ხსნათ მე­ო­რე ფრონ­ტი და გ უ დ ბ ა ი! (ამა­საც ქარ­თუ­ლად ვწერ და ძა­ლი­ან გთხოვთ, ზუს­ტად გი­თარ­გმნონ თქვენ­მა გაპ­რან­ჭულ­მა, ვი­თომ პატ­რი­ოტ გი­ორლ­სებ­მა?)

5. ან იქ­ნებ გსურთ სას­წრა­ფოდ სან­ქცი­ე­ბი და­ვა­კის­როდ რუ­სეთს: აღარ მივ­ყი­დოთ მჟა­ვე მან­და­რი­ნე­ბი და რამ­დე­ნი­მე ბოთ­ლი ტკბი­ლი “ხვან­ჩკა­რა”(იცით ალ­ბათ, რომ ბევ­რი არ მო­დის)?

გა­მო­გი­ტყდე­ბით, ზოგ­ჯერ მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ თქვენ­თვის ო’ჰენ­რის “მე­ფე­ე­ბი და კომ­ბოს­ტო” არის ჩვენს მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მო­დე­ლი? ბო­დიშს გიხ­დით ასეთ ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლის გამო, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც საბ­ჭო­თა იმ­პე­რია და­ინ­გრა და სა­ქარ­თვე­ლომ და­იბ­რუ­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, იქ­ნებ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა მოგ­ვცეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა, მისს კელი დაგ­ნან­მა?!..ზოგ­ჯერ მა­ინც!.. რა, არ გვაქვს უფ­ლე­ბა?

ვერ აგ­ვიხ­სნია, რა­ტომ გსურთ, თა­ნაც ასე და­ჟი­ნე­ბით, რომ ქედ­მა­ღა­ლი და ამ­პარ­ტა­ვა­ნი დიდი ქვეყ­ნე­ბის მი­თი­თე­ბით პა­ტა­რა უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ის და კულ­ტუ­რის ქვე­ყა­ნამ, ერთი ციც­ქნა სა­ქარ­თვე­ლომ ჩა­ვი­დი­ნოთ სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მე­ბი, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ თქვენ ასე გსურთ! გიკვრთ არა, რომ ომი არ გვინ­და?

არ გახ­სოვთ, ჩვენ საკ­მა­რი­სად რომ ვი­ო­მეთ! და­გა­ვი­წყდათ? ის თუ გახ­სოვთ - დახ­მა­რე­ბის ნაც­ვლად თქვენ­მა ქვე­ყა­ნამ და­სა­ლე­ვი წყა­ლი რომ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა! ამა­ვე დროს კი გულ­თბი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით ქარ­თვე­ლე­ბის მტრებს, ქურდბა­ცა­ცებს, ძა­ლა­უფ­ლე­ბით და­კა­ე­ფე­ბულ მკვლე­ლებ­თან სე­მი­ნა­რებს აწყობთ ბა­კუ­რი­ან­ში! რა­ტომ???

ეს იგი­ვეა, ამე­რი­კე­ლებს რომ შევ­ძა­ხოთ: ახ­ლა­ვე შე­უ­რიგ­დით ჯ ე ფ რ ი ე პ შ ტ ე ი ნ ს და ერ­თად გა­უ­ძე­ხით ბრწყინ­ვა­ლე ქვე­ყა­ნა­სო?! ვერ მო­ას­წა­რით: ეპშ­ტე­ინ­მა სა­ეჭ­ვოთ მო­იკ­ლა თავი ნიუ-იორ­კის ცი­ხე­ში. ჩვენ კი მრის­ხა­ნეთ მიგ­ვი­თი­თებთ:“ა ხ ლ ა ვ ე შ ე უ რ ი გ დ ი თქ ა რ თ ვ ე ლ ე პ შ ტ ე ი ნ ე ბ ს!”რ ა ტ ო მ ?ფო­ტო­ზე: საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი თქვე­ნი სა­ეჭ­ვო ჯეფ­რი" - ნათ­ქვა­მია ღია წე­რილ­ში.