"ცხოვრება დამენგრა და ჩამომეშალა! სიმართლეს მაინც დავამტკიცებ"- რას ამბობს თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის გამამართლებელ განაჩენზე? - კვირის პალიტრა

"ცხოვრება დამენგრა და ჩამომეშალა! სიმართლეს მაინც დავამტკიცებ"- რას ამბობს თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის გამამართლებელ განაჩენზე?

საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, სექ­სუ­ა­ლურ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ლია ორ­კო­დაშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, ზო­გი­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პო­ლი­ტი­კურ ელ­ფერს მის­ცემს. ორ­კო­დაშ­ვი­ლის თქმით­ვე, გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი მა­შინ დგე­ბა, როცა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბა არის, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბას ამ­ტკი­ცებს, თუკი, ოდ­ნა­ვი ეჭ­ვიც არის, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ წყდე­ბა.

AMBEBI.GE თამ­თა თო­დუ­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენს უკა­ნო­ნოდ მი­იჩ­ნევს და რო­გორც ამ­ბობს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში აპი­რებს:

"სა­სა­მარ­თლო­ზე ბა­ტონ­მა ილი­ამ ბრძა­ნა, ჩემს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ცდი­ლობ­დნე­ნო. დიდი ბო­დი­ში და, ამით ვინ და­ზა­რალ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად? სა­სა­ცი­ლოა, სა­ტი­რა­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო მისი ად­ვო­კა­ტის, მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, "თამ­თას პო­პუ­ლა­რო­ბა უნ­დო­დაო“. პო­პუ­ლა­რო­ბის გან­მარ­ტე­ბა იცის, სა­ერ­თოდ, რას ნიშ­ნავს? ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა ვის სჭირ­დე­ბა? პი­რი­ქით, ცხოვ­რე­ბა და­მენგრა და ჩა­მო­მე­შა­ლა, ადა­მი­ა­ნე­ბო!

ბა­ტო­ნი ილია იმა­საც ამ­ბობს, ოჯა­ხი მყავ­სო. დიდი ბო­დი­ში მო­მი­თხო­ვია და, მე გა­სა­თხო­ვა­რი გოგო ვარ და ცხოვ­რე­ბა მაქვს ასა­წყო­ბი, ყვე­ლა­ფე­რი და­სა­ლა­გე­ბე­ლი მაქვს და თან ვცხოვ­რობ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ ამ­ბით თუ ვინ­მე და­ზა­რალ­და, ეს მე ვარ. იმის გარ­და, რომ ამ ადა­მი­ან­მა იძა­ლა­და ჩემ­ზე და სხვა­ნა­ი­რი ტკი­ვი­ლი მო­მა­ყე­ნა, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ამავდრო­უ­ლად, ჩემი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ამ­დე­ნი ვიბ­რძო­ლე და კუბ­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მე ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის მინ­დო­და. სირ­ცხვი­ლია, მარ­თლა, ძა­ლი­ან დიდი სირ­ცხვი­ლი!

ხვალ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია იქ­ნე­ბა და ყვე­ლა­ფერს ვი­ტყვი. ზო­გა­დად, არა­სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი კი არა, წე­ღან პრო­კუ­რორ­მაც აღ­ნიშ­ნა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, რომ საქ­მე­ში არის იმა­ზე მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ვიდ­რე არის მსგავს მუხ­ლზე. საქ­მე­ში დევს სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს ცე­მის ფაქტს. მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მაია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი არ ადას­ტუ­რებს ცე­მის ფაქტსო და ამ ქალ­ბა­ტონ ექ­სპერტს არც ვუ­ნა­ხი­ვარ, ჩემი სხე­უ­ლი არც კი და­უთ­ვა­ლი­ე­რე­ბია, რომ რამე დას­კვნა და­ე­დო. დიდი ბო­დი­ში და, ადა­მი­ა­ნი თუ არ და­ათ­ვა­ლი­ე­რე, ასე, სუ­რა­თე­ბით ვე­რა­ვინ და­დებს დას­კვნას. კა­ბა­ზე არის მო­ძა­ლა­დის დნმ, ჩემი სის­ხლის ლა­ქე­ბი და სხვა. იხილეთ სრულად