"შეეშვით ამ დიდებული ხელმწიფის ლანძღვას, ტრაქტატი მინიმუმ წაიკითხეთ" - რას წერს გიორგი კალანდია - კვირის პალიტრა

"შეეშვით ამ დიდებული ხელმწიფის ლანძღვას, ტრაქტატი მინიმუმ წაიკითხეთ" - რას წერს გიორგი კალანდია

ცნობილი ისტორიკოსი გიორგი კალანდია ერეკლე მეფესა და "გეორგიევსკის ტრაქტატზე" გავრცელებულ კრიტიკას სოციალური ქსელის პირად გვერდზე გამოეხმაურა:

"იგივე გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლის გამოც სულმნათ მეფე ერეკლეს აკრიტიკებენ, იცით როგორი ტიტულატურით აწერდა ხელს მირონცხებული მონარქი?! აი ასე: " კეთილნებობითა მეფე ქართლისა, მეფე კახეთისა, მემკვიდრე მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი, მთავარი ყაზახისა, მთავარი ბორჩალოსა, მთავარი შამშადილისა, მთავარი კახისა, მთავარი შაქისა, მთავარი შირვანისა, მფლობელი და მბრძანებელი განჯისა და ერევნისა" ეს კი იმას ნიშნავს რომ რუსეთის იმპერია ზემოჩამოთვლილ ტერიტორიებზე სრულად აღიარებდა ქართველთა ხელმწიფის უფლებებსა და მფლობელობას!

დიახ, უზარმაზარი იმპერიებით გარშემოჯარულმა "პატარა კახმა" მაინც მოახერხა და საქართველო კავკასიის ლიდერად აქცია!

ასე რომ გენიალური აკა მორჩილაძისა არ იყოს "ვისაც სამშობლოსათვის ერთი ნაკაწრი არ დაგიდვიათ" შეეშვით ამ დიდებული ხელმწიფის ლანძღვას, ტრაქტატი მინიმუმ წაიკითხეთ და მიხვდებით რომ იქ მეფე ერეკლეს ქართველთა საწინააღმდეგო არაფერი ჩაუწერია!" - წერს ისტორიკოსი