პუტინის ფავოროტი ქალის, ალინა კაბაევას ყოფილი საქმრო შესაძლოა დაიჭირონ - ქუთაისელ დავით მუსელიანს რუსეთში მილიონობით რუბლის გაფლანგვას ედავებიან - კვირის პალიტრა

პუტინის ფავოროტი ქალის, ალინა კაბაევას ყოფილი საქმრო შესაძლოა დაიჭირონ - ქუთაისელ დავით მუსელიანს რუსეთში მილიონობით რუბლის გაფლანგვას ედავებიან

Ambebi.ge ცოტა ხნის წინ, პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტი ქა­ლის, ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ყო­ფი­ლი საქმროს შე­სა­ხებ წერ­და. და­ვით (შალ­ვა) მუ­სე­ლი­ა­ნი წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სი­დან არის. კაცი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, გა­ნათ­ლე­ბა სამ­შობ­ლო­ში მი­ი­ღო და კა­რი­ე­რის გა­სა­კე­თებ­ლად 90-იან წლებ­ში გა­და­ვი­და მოს­კოვ­ში.

წლე­ბის მან­ძილ­ზე რუ­სულ მე­დი­ა­ში და­ვით მუ­სე­ლი­ა­ნის შე­სა­ხებ ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. მას მხო­ლოდ, რო­გორც ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ყო­ფილ საქმროს, მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ალი­ნა კა­ბა­ე­ვას ყო­ფი­ლი საქმრო სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნილ­თა სი­ა­შია შეყ­ვა­ნი­ლი. გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 2018-2019 წლებ­ში მოხ­და და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გაფ­ლან­გვას ეხე­ბა. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბის და­სა­ცა­ვად გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა გა­იფ­ლან­გა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 262 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ქურ­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ხუთი მა­ღა­ლი რან­გის ოფი­ცე­რი, რომ­ლებ­მაც 2018-2019 წლებ­ში ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხით თოვლმავ­ლე­ბი და ყველ­გან­მა­ვა­ლი მან­ქა­ნე­ბი არა­რე­ა­ლუ­რად მა­ღალ ფა­სებ­ში შე­ის­ყი­დეს. შე­ნა­ძე­ნი რე­ა­ლუ­რად უხა­რის­ხო აღ­მოჩ­ნდა, გე­მე­ბის კორ­პუ­სე­ბი დაბ­ზა­რუ­ლია და მათი შემ­დგო­მი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, თაღ­ლი­თო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი პოლ­კოვ­ნი­კი და­ვით მუ­სე­ლი­ა­ნია, რო­მე­ლიც იმ დროს კერ­ძო დაც­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ობი­ექ­ტე­ბის ან­ტიკ­რი­მი­ნა­ლუ­რი დაც­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის ანა­ლი­ზი­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და. ამ საქ­მე­ზე ყვე­ლა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია და ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბა, გარ­და მუ­სე­ლი­ა­ნი­სა, რო­მელ­მაც გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. ის ამ­ჟა­მად სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნილ­თა სი­ა­შია შეყ­ვა­ნი­ლი. (გაგრძელება)