"პეტრიოტების“ გადაცემის დროც მოვიდა... - კვირის პალიტრა

"პეტრიოტების“ გადაცემის დროც მოვიდა...

40 მილირდიანი უპრეცედენტო, ამერიკული სამხედრო-ეკონომიკური დახმარების ფარგლებში დაგეგმილია უკრაინისთვის საზენიტო „პეტრიოტების“ გადაცემაც - ასეთ ინფორმაციას მაღალი ნდობის მქონე ცნობილი ამერიკული გაზეთი The Washington Post -ი ავრცელებს.

„პეტრიოტები“ იყო შეირაღების ის მთავარი სახეობა, რომლის გადაცემასაც კიევი ამერიკელებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან სთხოვს, რათა რუსული ავიაციის, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების თავდასხმებისგან როგორმე უკეთ დაიცვას მოსახლეობა.

სიმართლე რომ ითქვას, ამერიკული მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პეტრიოტი“ თითქმის ანალოგია საბჭოთა „ს-300“-ის, რომლებიც უკრაინელებს არც ისე ცოტა ჰქონდათ ომის დაწყებამდეც და ეხლაც დარჩათ მცირე ნაწილი.

ამიტომაც ამერიკული „პეტრიოტების“ უკრაინაში ჩატანის შემდეგ იმის დიდი იმედის გაჩენა, რომ რუსეთი საერთოდ ვეღარ შესძლებს საჰაერო დარტყმების განხორციელებას, რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი.

მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემის „პეტრიოტის“ პირველი ვარიანტი პენტაგონმა შეიარაღებაში ჯერ კიდევ შორეულ 1982 წელს, ანუ ზუსტად 40 წლის წინ მიიღო და მაშინ ამ საზენიტო საშუალებას შედარებით მოკრძალებული ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობები ჰქონდა,. თუმცა ოთხი ათეული წლის განმავლობაში „პეტრიოტმა“ არანაკლებ სამი მოდიფიცირება განიცადა და მისი თანამედროვე ვარიანტს უკვე არამარტო თვითმფრინავების, არამედ ოპეარატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტების დაზიანება-ჩამოგდება შეუძლია.

ამიტომაც, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუკი „პეტრიოტებს“ მართლაც გადასცემენ ამერიკელები, მის რომელ მოდიფიკაციას გაიმეტებენ უკრაინელებისთვის.

2-potto-1653127191.jpg
„პეტრიოტის“ “თვალი და ყური“- ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორი

ამ საზენიტო საშუალების ერთ-ერთი ბოლო და გაუმჯობესებული ვარიანტის "Patriot" PAC-3-ის საბრძოლო შესაძლებლობები შემდეგნაირად გამოიყურება: „პეტრიოტის“ სისტემაში შემავალი ფაზირებულანტენიანი რადილოკატორი ბომბდამშენის ზომის საფრენ აპარატს 180 კმ-ის რადიუსში აღმოაჩენს, გამანადგურებელს-130 კმ-ში, ხოლო რაკეტას კი 100 კმ-ში „ხედავს“, ხოლო მართვად საზენიტო რაკეტას აეროდინამიკური საჰაერო სამიზნის ჩამოგდება 100 კმ -ზე შორი მანძილიდან შეუძლია.

„პეტრიოტის“ მესამე მოდიფიკაციის მთავარი გაუმჯობესება წინამორბედებისგან მაინც ის არის,რომ უკეთესად აზიანებს ბალისტიკურ რაკეტებს ოცი კმ-ის რადიუსში,მაშინ როდესაც „პეტრიოტების“ პირველ მოდიფიკაციებს 1991 წლის „უდაბნოს ქარიშხლის“ ოპერაციის დროს ძალზე გაუჭირდათ ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის ბრძანებით ისრაელისკენ გაშვებული მოძველებული საბჭოთა ბალისტიკური „სკადების“ ჩამოგდებაც კი.

3-potto-1653127191.jpg
„პეტრიოტის“ საზენიტო რაკეტის სტარტი

მაგრამ ერთია „სკადი“ და მეორე აერობალისტიკური „ისკანდერი“, რომელიც ასზე მეტი უკვე ესროლა რუსეთმა უკრაინის ქალაქებს და ჯერ კიდევ უცნობია შეძლებს თუ არა ამერიკული „პეტრიოტი“ რუსული „ისკანდერების“ წარმატებით მოგერიებას მანამდე, სანამ ისინი მორიგ საცხოვრებელ სახლს დაეცემიან რომელიმე უკრაინულ დასახლებულ პუნქტში...

მაგრამ როგორც არ უნდა იყოს,სწორედ „პეტრიოტია“ დღეს ნატოს წევრი (და არა მარტო) ქვეყნების საჰაერო სივრცეების მთავარი დამცველი საშუალო და შორ მანძილებზე და მისი გამოჩენა უკრაინის ცის დასაცავად, ძალიან ბევრ რამეს შესცვლის უკრაინელების სასარგებლოდ.

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საბჭოთა დროიდან შემორჩენილ უკრაინულ „ს-300“-ებს უკვე ეწურებათ საზენიტო რაკეტების მარაგი და მათ შევსების გზა არ არსებობს,რუსეთს ხომ არ სთხოვენ?

სამაგიეროდ, „პეტრიტების“ რაკეტების არსენალის განახლებასთან დაკავშირებით პრობლემები ნაკლებად შეიქმნება და მათი უფრო ხშირად და დაუნანებლად გაშვება შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ „პეტრიოტის“ თითოეული საზენიტო რაკეტის ფასი შეიძლება 3 მლნ დოლარსაც კი აღწევდეს...