"მათ შინ წამოვიყვანთ. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ პარტნიორებთან ერთად" - კვირის პალიტრა

"მათ შინ წამოვიყვანთ. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ პარტნიორებთან ერთად"

უკრაინელი მებრძოლების "აზოვსტალიდან“ გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებში საფრანგეთის, თურქეთის, ისრაელის და შვეიცარიის ლიდერები მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„სტრუქტურა რთულია. მოლაპარაკებები მქონდა თურქეთთან, შვეიცარიასთან, ისრაელთან, თავიდან საფრანგეთთან, როცა დავინახეთ, რომ სამხედრო გზით მისი განბლოკვა შეუძლებელი იყო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, შუამავლობაში ჩართული იყვნენ გაერო-ს წარმომადგენლებიც. პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების გაყვანის შემდეგ ისინი გაცვლას მოელიან.

"მათ შინ წამოვიყვანთ. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ პარტნიორებთან ერთად, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.