ბინა ბათუმში, ძმისგან ნაჩუქარი 49 ათასი და ტელევიზიაში დასაქმებული შვილი - რა ქონებას ფლობს ეკა ხერხეულიძე?
ეკა ხერხეულიძე ჯერ კიდევ 1989 წლიდან იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი წლების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდში მოხვდა და აქამდე უერთგულა. ხერხეულიძე გია ბარამიძესთან ერთად, ერთ-ერთია იმ ძველი გუნდიდან, რომელიც სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრებად დარჩნენ.
ეკა ხერხეულიძეს გარდა პოლიტიკური და საქმიანი ურთიერთობისა, სააკაშვილთან პირადი მეგობრობაც აკავშირებს. ის პირველი იყო, რომელმაც სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ქალიშვილის ელის მარიას საერთო ფოტო გამოაქვეყნა. ამბობენ, რომ პოლიტიკოსი სააკაშვილის ოფიციალური გვერდის ერთ-ერთი ადმინისტრატორია და მას ექსპრეზიდენტი ძალიან ენდობა...

ეკა ხერხეულიძემ დეკლარაცია 2022 წელს შეავსო. პოლიტიკოსს ორი ვაჟი - გიორგი და ნიკოლოზი ჰყავს, რომლებიც 1997-1998 წლებში შეეძინა. მეუღლე დეკლარაციაში არ ფიქსირდება. მასზე ხერხეულიძეს არასოდეს უსაუბრია.
ეკატერინე ხერხეულიძე ფლობს სარდაფს ბათუმში და ბინას, რომელიც 2008 წელს 100 000 ლარად შეიძინა. ოფიციალური დოკუმენტებით დეპუტატს თბილისში ბინა არ აქვს.
დეკლარაციის შევსების დროს ეკატერინე ხერხეულიძეს საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 193,65 დოლარი და 2036,02 ლარი. ანაბარზე 241,06 დოლარი. (გაგრძელება)