"რუსები, სადაც კარგ ადგილს ნახავენ, თუ ომით ვერ დაიპყრობენ, ფულით იგდებენ ხელში“ - კვირის პალიტრა

"რუსები, სადაც კარგ ადგილს ნახავენ, თუ ომით ვერ დაიპყრობენ, ფულით იგდებენ ხელში“

"სვანები ისე აღშფოთებულან, უნდოდათ, ხრამში გადაეგდოთ, მაგრამ ქართველი მწერლები მიცვივნილან, არ დაგვღუპოთო... ყველას გადაასახლებდნენ და საშინელ დღეში ჩაყრიდნენ. ძლივს დაიყოლიეს სვანები თურმე. ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ქართველ მწერლებს, ტიხონოვი მართლაც იქვე არ გადაეგდოთ..." - გვიამბობს ცნობილი მსახიობი ლეო ანთაძე, რომელიც არ მალავს, რომ რუსებზე ძალიან გაბრაზებულია...

- როგორ შეიძლება აიკრძალოს ლერმონტოვი, პუშკინი, ტოლსტოი, გოგოლი?! თან რუსი ხომ არც ერთი არ იყო! ყველა, ვინც რუს გენიოს მწერლად თუ კომპოზიტორად ითვლება, მათ გენეტიკას თუ ჩავეძიებით, ეროვნებით რუსი არც ერთი არ ყოფილა... რუსები რომ ტრაბახობენ, უნიჭიერესი ხალხი ვართო, სულ ტყუილად! და ამის თქმის საფუძველი მაქვს! თავად რუს ჟურნალისტს ჰქონდა სტატია და ამტკიცებდა, რომ ამ გენიოსებიდან ეროვნებით რუსი არც ერთი არ იყო... რუსები უნიჭო ხალხია, ამხელა ტერიტორიაზე ერთი გენიოსი არ ჰყავთ. ამიტომაც ნიჭიერი თუ ვინმე იყო, ყველა ამოჟლიტეს და გადაასახლეს. მშრომელი და ნიჭიერი გლეხებიც კი გააკულაკეს.გაკულაკებას ქართველ სტალინს მიაწერენ, მაგრამ ეგეც საკამათოა, სტალინი ქართველი იყო თუ არა... სამაჩაბლოში ვიყავი კომუნისტების დროს. სკოლაში შეხვედრა მომიწყვეს და იქაურ მოსახლეობას ვკითხე, ჯუღაშვილები თუ გყავთ-მეთქი? კი, გვყავს ჯუღაშვილები და, რა თქმა უნდა, სტალინიც ოსი იყოო.

რუსები სისხლისმსმელი ხალხია. ხომ ვხედავთ, რას სჩადიან! რუსმა სამხედრომ რომ ერთი წლის ბავშვი გააუპატიურა, ამის მერე ეგ ერია?! ასეთებს სჩადიოდნენ აფხაზეთშიც! რუსებს სისხლში აქვთ ასეთი სიმხეცე!

სრულიად განსხვავებულია რუსული და უკრაინული ბუნება! რა ვაჟკაცები რუსები არიან? უკრაინელები კი, ვხედავთ, როგორი გმირი ხალხია, როგორ უყვართ სამშობლო და როგორი თავგანწირვით იბრძვიან!

რუსებშიც არიან კარგები - ამდენ ხალხში ვიღაც კარგი გამოერევა, მაგრამ იმპერიალიზმი ბუნებაში აქვთ და ამის დასტურად ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ქართველ მსახიობს, გოგი გელოვანს, სვანეთში ალპინისტი მეგობრები ჰყავდა და მათ ნაამბობს გადმოგცემთ: საქართველოში ჩამოვიდა ქართველების დიდ მეგობრად წოდებული პოეტი ნიკოლოზ ტიხონოვი. მას პირზე კოცნით, ჩახუტებით დახვდნენ და თან გადაჰყვნენ, როგორც გვჩვევია... არნახული პატივი სცეს, მთელი კახეთი დაათვალიერებინეს, ყველგან სუფრებს უშლიდნენ, მცხეთა აჩვენეს და ბოლოს სვანეთში წაიყვანეს... იქ მწვერვალზე რომ აიყვანეს, ტიხონოვი ცოტა ნასვამი იყო. გადახედა თურმე უმშვენიერეს სვანეთს და თავისთვის ჩაილაპარაკა, აქ უნდა ცხოვრობდნენ რუსებიო. სვანებმა ეს რომ გაიგონეს, ჩაეკითხნენ, რა თქვიო? და ტიხონოვი, იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადა, აქეთ გაბრაზებულა... სვანები აღშფოთებულან, უნდოდათ, ხრამში გადაეგდოთ, მაგრამ ქართველი მწერლები მიცვივნილან, არ დაგვღუპოთო... ყველას გადაასახლებდნენ და საშინელ დღეში ჩაყრიდნენ. ძლივს დაიყოლიეს თურმე სვანები... ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდათ თურმე ქართველ მწერლებს, ტიხონოვი მართლაც რომ არ გადაეგდოთ...

რუსეთში გასტროლებზე რომ ჩავდიოდით, პირველად იმას გვეკითხებოდნენ, სპექტაკლის მერე ბანკეტი თუ იქნებაო... ჩვენი მწვადი და ხაჭაპური აინტერესებდათ, თორემ კულტურა არც ახსოვდათ. არასოდეს კითხულობდნენ, როგორი სპექტაკლი ჩამოიტანეთ, ვინ თამაშობსო...

- უკრაინაში ყოფილხართ გასტროლებით?

- დიახ, ვყოფილვარ და საოცრად თბილი ხალხი დამამახსოვრდა... ქართველები ყოველთვის გამორჩეულად ვუყვარდით. მახსოვს, კოტე მახარაძე, სოფიკო ჭიაურელი, გივი ბერიკაშვილი და მე ბოშათა დასახლებაში წაგვიყვანეს და ჯადოსნური დღე გვაჩუქეს. უკრაინელები ოდითგანვე ჩვენი მეგობრები არიან და ამიტომაც წავიდა ახლა იქ საომრად ამდენი ქართველი. სამწუხაროდ, რამდენიმე უკვე დაიღუპა.

დაახლოებით ათი წლის წინ პრაღაში ვიყავი სტუმრად და მასპინძელმა ჩეხეთის სახელგანთქმულ კურორტზე წამიყვანა. ბორჯომის მსგავსია, მაგრამ უფრო მდიდრულად მოწყობილი... ქუჩაში რომ მივდიოდით, სულ რუსული ლაპარაკი მესმოდა და მასპინძელმა მითხრა, ეს კურორტი ჩვენი აღარ არის, მთლიანად რუსებმა იყიდესო... სადაც კარგ ადგილს ნახავენ, თუ ომით ვერ დაიპყრობენ, ფულით იგდებენ ხელში. ყველა ქვეყანას მოდებული არიან, ამერიკაშიც კი აუარება რუსია...

რუსებს ევროპაში ჟანდარმებს უწოდებდნენ. ყველგან ბატონობა უნდოდათ. გენეტიკაში აქვთ დამპყრობლური ბუნება! შიმშილით დაიხოცებიან, ოღონდ ტერიტორიები ჰქონდეთ... დღეს რუსეთში უმრავლესობას სჯერა, რომ პუტინი მართალია. ამას წინათ ტელევიზიით აჩვენეს, მთელი ახალგაზრდობა, გოგო-ბიჭები "პუტინს" რომ ყვიროდნენ სტადიონზე...

- იმ შეკრებაზე ცნობილი ქართველებიც იყვნენ...

- გენეტიკურად შეიძლება ქართველი იყოს, მაგრამ ყველა გაყიდული, გარეწარი პიროვნებაა!

- საქართველოში ახლა ძალიან ბევრი რუსია ჩამოსული...

- ეს ძალიან დიდი საშიშროებაა! რუსი ჯაშუშები ისედაც არ აკლია საქართველოს. ზოგი შეიძლება პატიოსანი ადამიანი იყოს, მაგრამ ვეღარ ენდობი... რუსეთი მალე მთლად გაღატაკდება, დაინგრევა, ეს რუსები კი შეიძლება საქართველოდან აღარც წავიდნენ და აქ გამრავლდებიან... რუსეთში შიმშილობა, გაჭირვება, უბედურება რომ დაიწყება, ხალხი სულ გაიქცევა, რადგან ისედაც უყვართ სხვა ქვეყნებში ხეტიალი...დღეს უკრაინა მსოფლიოს თავისუფლებისთვის იბრძვის და მგონია, რომ გაიმარჯვებენ, სასწორი მათ მხარეს არის!