"გამარჯობა და წერტილი" - ჯო ბაიდენის გზავნილი კიმ ჩენ ინს სეულიდან - კვირის პალიტრა

"გამარჯობა და წერტილი" - ჯო ბაიდენის გზავნილი კიმ ჩენ ინს სეულიდან

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა სე­ულ­ში, ვიდ­რე ია­პო­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბო­და კიმ ჩენ ინს მარ­ტი­ვი გზავ­ნი­ლით მი­მარ­თა: "გა­მარ­ჯო­ბა... წერ­ტი­ლი" და გა­ნა­ცხა­და, რომ მას "არ აწუ­ხებს" ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ახა­ლი ბირ­თვუ­ლი ტეს­ტი­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ გა­ნა­ახ­ლა თა­ვი­სი უდი­დე­სი კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის (ICBMs) გა­მოც­და და დაზ­ვერ­ვის ან­გა­რი­შე­ბის მი­ხედ­ვით ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ისი­ნი ახა­ლი ბირ­თვუ­ლი გა­მოც­დის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

"ჩვენ მზად ვართ ყვე­ლაფ­რის­თვის, რა­საც ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა გა­ა­კე­თებს", - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი დღით ადრე, ბა­ი­დე­ნი და მისი სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი კო­ლე­გა, პრე­ზი­დენ­ტი სუკ-იოლი შე­თან­ხმდნენ, რომ გა­ნი­ხი­ლონ უფრო დიდი სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი და რე­გი­ონ­ში პო­ტენ­ცი­უ­რად გა­ნა­თავ­სონ ამე­რი­კუ­ლი ია­რა­ღი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ე­თის ია­რა­ღის ტეს­ტი­რე­ბის სა­პა­სუ­ხოდ იქ­ნე­ბა.

ambebi.ge