"ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც და­წერს სიმ­ღე­რას "სა­ქარ­თვე­ლო", არ შე­იძ­ლე­ბა სხვა სამ­შობ­ლო გა­აჩ­ნდეს... დედა უკ­რა­ი­ნა­ში, ოდე­სა­ში და­ი­ბა­და" - კვირის პალიტრა

"ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც და­წერს სიმ­ღე­რას "სა­ქარ­თვე­ლო", არ შე­იძ­ლე­ბა სხვა სამ­შობ­ლო გა­აჩ­ნდეს... დედა უკ­რა­ი­ნა­ში, ოდე­სა­ში და­ი­ბა­და"

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ისე, რო­გორც არას­დროს, რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­მა მი­ი­პყრეს.

გან­სა­კუთ­რე­ბით ომის და­სა­წყის დღე­ებ­ში, ყვე­ლა ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებ­და თვალს, თუ რამ­დე­ნად სწორ პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვებ­დნენ ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, მათ შო­რის მუ­სი­კო­სე­ბი.

თა­მარ გვერდწი­თე­ლი აღ­მოჩ­ნდა ის მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­მაც თავ­და­პირ­ვე­ლად, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დუ­მი­ლი არ­ჩია, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მი­ყო­ლე­ბით გა­ა­უქ­მა ომამ­დე თვე­ე­ბით ადრე და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბი.

6 მარტს კრემ­ლის დარ­ბაზ­ში და­ა­ნონ­სე­ბულ კონ­ცერ­ტზე გა­მომ­სვლელ­თა სი­ა­ში მოხ­ვედ­რა კი, რა­საც მით­ქმა-მოთ­ქმა მოჰ­ყვა, მომ­ღე­რალ­მა იმით ახ­სნა, რომ აფი­შა ომამ­დე იყო შედ­გე­ნი­ლი. გვერდწი­თე­ლი კონ­ცერ­ტზე არ გა­მო­სუ­ლა.

მან უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ რუ­სეთ­ში კონ­ცერ­ტე­ბი ექ­ვსი თვით გა­და­დო, თუმ­ცა არ გა­უ­უქ­მე­ბია. მომ­ღე­რალ­მა იმ­ჟა­მად მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, თა­მარ გვერდწი­თე­ლი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და, თუმ­ცა სა­ჯა­როდ არ­სად გა­მო­ჩე­ნი­ლა.

გუ­შინ კი, გა­და­ცე­მა­ში "ნო­ეს­თან" ქარ­თველ­მა პრი­მა­დო­ნამ გულ­წრფე­ლად ისა­უბ­რა იმ სა­კი­თხებ­ზე, რაც მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე მე­ტად აინ­ტე­რე­სებთ, მათ შო­რის რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის მი­მართ სა­კუ­თარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. მომ­ღე­რალ­მა სამ­შობ­ლო­ზე სა­უბ­რი­სას ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა.

"ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც და­წერს სიმ­ღე­რას "სა­ქარ­თვე­ლო", არ შე­იძ­ლე­ბა სხვა სამ­შობ­ლო გა­აჩ­ნდეს. შე­იძ­ლე­ბა ვცხოვ­რობ­დე 30 წელი რუ­სეთ­ში, რო­მელ­საც პა­ტივს ვცემ, მიყ­ვარს და ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, მაგ­რამ სამ­შობ­ლოს ცნე­ბა, ყვე­ლა­ზე მაღ­ლა მდგო­მი ცნე­ბაა. ღმერ­თმა კი­დევ და­მა­წე­რი­ნოს გაბრ­წყი­ნე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ზე სიმ­ღე­რა და ჩა­მა­ტა­რე­ბი­ნოს კონ­ცერ­ტი, მშვი­დო­ბი­ან გზას მინ­და და­ვად­გეთ ყვე­ლა. შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რობ­დე საფ­რან­გეთ­ში, ამე­რი­კა­ში, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ სამ­შობ­ლო, რო­გორც უფა­ლი, ერ­თია ქვე­ყა­ნა­ზე­და. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ გა­მაჩ­ნია დღეს ის ად­გი­ლი, ჩემი გუ­ლის ნა­წი­ლი, სა­დაც შე­მიძ­ლია თა­მა­მად ჩა­მო­ვი­დე, რა­ღა­ცე­ბი და­მაბ­რა­ლონ, ვა­პა­ტიო, არ და­ვი­ვი­წყო, მაგ­რამ გულ­ში ყო­ველ­თვის ვრჩე­ბი ადა­მი­ა­ნად, რო­მელ­საც ერ­თა­დერ­თი სამ­შობ­ლო აქვს და ეს სა­ქარ­თვე­ლოა." - თქვა გვერდწი­თელ­მა.

გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ მას 6 მარ­ტის გა­უქ­მე­ბულ კონ­ცერ­ტზეც ჰკი­თხა. გააგრძელეთ კითხვა