"ამ ბიჭებმა უნდა აღადგინონ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა..." - რას წერს ზურაბ ბატიაშვილი - კვირის პალიტრა

"ამ ბიჭებმა უნდა აღადგინონ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა..." - რას წერს ზურაბ ბატიაშვილი

"ამ ბიჭებმა უნდა აღადგინონ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა" - წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი და უკრაინის მხარეს მებრძოლი ჩეჩნების ფოტოს აქვეყნებს.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

უკრაინის მხარეს აქტიურად იბრძვიან (არაკადიროველი) ჩეჩნები. ჯოხარ დუდაევის ხაზის გამტარებელი ლიდერი ახმედ ზაკაევი კიევში ჩავიდა სწორედ ამ ბიჭებთან მოსალაპარაკებლად.

გეგმა მარტივია - ამ ბიჭებმა უნდა აღადგინონ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა. გეგმის შესრულების ალბათობა კი პირდაპირ კავშირში იქნება უკრაინასთან ომში რუსეთის დამარცხების ხარისხთან.

რაც უფრო გამანადგურებელი იქნება იქ რუსეთის დამარცხება, მით უფრო მეტად გაუჭირდება მას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება.ამიტომ, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ რუსეთის კრახს და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას!

23052022-1229-1653294605.45_REC.png

ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი მებრძოლების მხარდამხარ ორი ჩეჩნური ბატალიონი იბრძოდა: ჯოხარ დუდაევის, ჩეჩნეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტისა და შეიხ მანსურის, მე-18 საუკუნის ჩეჩენი მეთაურის სახელობის ბატალიონები.