"ბოლო-ბოლო ყვე­ლას ჩა­მო­ეხ­სნა თვა­ლე­ბი­დან ლიბ­რი და..." - რას წერს ციხიდან ნიკა გვარამია? - კვირის პალიტრა

"ბოლო-ბოლო ყვე­ლას ჩა­მო­ეხ­სნა თვა­ლე­ბი­დან ლიბ­რი და..." - რას წერს ციხიდან ნიკა გვარამია?

"მთა­ვა­რი არ­ხის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია რუს­თა­ვის N12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"მო­გე­სალ­მე­ბით ყვე­ლას! დიდი მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის! თავს ვგრძნობ კარ­გად და მხნედ! დიდი გუ­ლის­ყუ­რით და კმა­ყო­ფი­ლე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბი იმას, რომ ბოლო-ბოლო ყვე­ლას ჩა­მო­ეხ­სნა თვა­ლე­ბი­დან ლიბ­რი და სრუ­ლი­ად გა­ქარ­წყლდა აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მცი­რე­დი ილუ­ზი­აც კი, რომ ქარ­თვე­ლებს არ შეგ­ვიძ­ლია ერთი მიზ­ნის ირ­გვლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ბრა­ლია, რა­შიც, თით­ქოს ყვე­ლა­ნი თა­ნაბ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი და ყვე­ლა­ნი დამ­ნა­შა­ვე ვართ. არა და არა, მე­გობ­რე­ბო!დღეს მო­ვის­მი­ნე გერ­მა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რის ჰანს გუთბ­რო­დის უნაკ­ლო ანა­ლი­ზი და მო­წო­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით უნდა "დავ­მარ­ხოთ სი­ტყვა პო­ლა­რი­ზა­ცია".

ეს მო­წო­დე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენს უცხო­ელ მე­გობ­რებს მი­ე­მარ­თე­ბა, რო­მელ­ნიც ამ­დე­ნი ხანი შეც­დო­მა­ში შე­ყავ­და ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მო­გო­ნი­ლი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის აბ­სურ­დს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლი მარ­თვა­დი ქა­ო­სია, რომ­ლი­თაც ქვე­ყა­ნას რუ­სე­თის­კენ მი­ათ­რევს, აგერ, უკვე, რამ­დე­ნი წე­ლია და სამ­ყა­როს უქ­მნის არას­წორ გან­ცდას, თით­ქოს ჩვენ უმ­წეო და უუ­ნა­რო ერი ვართ, რო­მე­ლიც არ იმ­სა­ხუ­რებს ევ­რო­პულ ოჯახ­ში ყოფ­ნას.

ჭეშ­მა­რი­ტად, რა­საც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ვხე­დავთ, ეს არ არის ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცია, ანუ და­პი­რის­პი­რე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის, მე­მარ­ჯვე­ნე­ებ­სა და მე­მარ­ცხე­ნე­ებს შო­რის და ა.შ. ეს არის ვერ­ტი­კა­ლუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცია, სა­დაც მაღ­ლა პო­ლუს­ზე დამ­ნა­შა­ვე ოლი­გარ­ქია, თა­ვი­სი ღრმად კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მით და ჩი­ნოვ­ნი­კე­ბით; თა­ვი­სი ასი ათა­სო­ბით ბი­უ­ჯე­ტის პა­რა­ზი­ტით, ვინც ხელ­ფას­ზე ჰყი­დის სამ­შობ­ლოს; თა­ვი­სი ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ძა­ლე­ბით, ვინც არ­ბევს, ცემს, ხო­ცავს, მის მიერ მი­ტა­ცე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­თი. ხოლო ქვე­და პო­ლუს­ზეა ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი, ანუ ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი; რომ­ლის ერთ პო­ლუს­ზეა ე.წ. "რუს­კი მირი", ხოლო მე­ო­რე­ზე - ქარ­თვე­ლი მე­და­სავ­ლე­თე­ე­ბი.

ესაა და­პი­რის­პი­რე­ბა მო­ძა­ლა­დე­სა და მსხვერ­პლს შო­რის.ის­მის კი­თხვა: რო­გორ უნდა მოხ­დეს შე­თან­ხმე­ბა შენ­სა და შენი გა­ნად­გუ­რე­ბის მსურ­ველს შო­რის? ან რაზე? რო­გორ უნდა მოხ­დეს ევ­რო­პუ­ლი იდე­ის ირ­გვლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იმ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან, ვი­საც ამ იდე­ის არა­თუ არ სჯე­რა, არა­თუ ამ იდე­ის წი­ნა­აღ­მდე­გია, არა­მედ ღიად და აგ­რე­სი­უ­ლად ეწე­ვა ამ იდე­ის სა­ბო­ტი­რე­ბას, რო­გორც ია­ნუ­კო­ვი­ჩი 2014 წელს?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არის არ­სე­ბი­თად რუ­სუ­ლი ძალა და ივა­ნიშ­ვი­ლის modus operandi არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად რუ­სუ­ლი. მას არ ეს­მის მო­ლა­პა­რა­კე­ბა და შე­თან­ხმე­ბის დაც­ვა; მას­ზე არ ჭრის დაყ­ვა­ვე­ბა და კომ­პრო­მი­სი. ის, ამ ყვე­ლა­ფერს, სი­სუს­ტედ აღიქ­ვამს, რო­გორც სხვა ნე­ბის­მი­ე­რი რუსი. თა­ვად ში­შის მთეს­ვე­ლი, სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­საც ერ­თა­დერ­თი ინ­სტიქ­ტის კარ­ნა­ხით იღებს - ესაა შიში და ამი­ტომ, მას, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა რუსს, ძა­ლის პო­ზი­ცი­ი­დან უნდა ელა­პა­რა­კო.ასე რომ, გამ­ბე­და­ო­ბა და უშიშ­რო­ბა გვმარ­თებს!

ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი კომ­პა­სი მხო­ლოდ და­სავ­ლეთს აჩ­ვე­ნებს და არა­ვი­თა­რი გა­დახ­ვე­ვა არ და­იშ­ვე­ბა! ნე­ბის­მი­ე­რი წი­ნა­ღო­ბა ამ გზა­ზე, "რუს­კი კა­რაბ­ლის" გზას უნდა გა­ვუ­ყე­ნოთ!მივ­მარ­თავ თხოვ­ნით სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას: სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რუ­სე­თი­დან მარ­თუ­ლი არა­ქარ­თუ­ლი ძა­ლაა! ქარ­თუ­ლი ძალა კი ვართ ჩვენ, უძ­ვე­ლე­სი ევ­რო­პე­ლე­ბი- სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხი!

ჩვენ არ ვიმ­სა­ხუ­რებთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ამ შეც­დო­მას აუ­ცი­ლებ­ლად და უს­წრა­ფე­სად გა­მო­ვას­წო­რებთ! მაგ­რამ ჩვენ ვიმ­სა­ხუ­რებთ დაბ­რუ­ნე­ბას ჩვენს ის­ტო­რი­ულ წი­აღ­ში, და­სავ­ლურ ოჯახ­ში და ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რა არ უნდა დაგ­ვე­ხუ­როს! ეს არის ყვე­ლა ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტის ნატ­ვრა დღე­საც და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც, და ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ნა­თე­ლი მო­მავ­ლის ერ­თა­დერ­თი და უალ­ტერ­ნა­ტი­ვო გზა!" - წერს "ფე­ის­ბუქ­ში" ნიკა გვა­რა­მია.