"ბევრი იბრძოლა და ბოლოს ვეღარ გაუძლო" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"ბევრი იბრძოლა და ბოლოს ვეღარ გაუძლო" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა გარდაიცვალა

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტი დე­ვიდ და­თუ­ნა 48 წლის ასაკ­ში გარ­და­ი­ცა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს მის­მა მე­გო­ბარ­მა, ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა ნუცა შან­ში­აშ­ვილ­მა და­უ­დას­ტუ­რა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტი ბოლო წლებ­ში ფილ­ტვის სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზიც ეს და­ა­ვა­დე­ბა გახ­და.

"დე­ი­ვიდ და­თუ­ნა, ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი, ჩვე­ნი ახლო მე­გო­ბა­რი, ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლი, ნი­ჭი­ე­რი, ექ­სპრე­სი­ით სავ­სე ხე­ლო­ვა­ნი იყო. ვწუხ­ვარ და ვუ­თა­ნაგ­რძნობ მის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს უდი­დეს და­ნა­კარგს! მის მიერ შექ­მნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ას დარ­ჩე­ბა... ძა­ლი­ან ბევ­რი იბ­რძო­ლა და ბო­ლოს ვე­ღარ გა­უძ­ლო" - ამ­ბობს ნუცა.

დე­ვიდ და­თუ­ნას 1999 წლი­დან ნიუ-იორკში მოღ­ვა­წე­ობ­და. Business Insider-ის და სხვა გავ­ლე­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი მხატ­ვა­რია და ამას­თა­ნა­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლო­ვან­თა შო­რის მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი ყვე­ლა­ზე ძვი­რად იყი­დე­ბა.

ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გან­სა­კუთ­რე­ბით 2019 წელს მოხ­ვდა, რო­დე­საც 120 000 დო­ლა­რი­ა­ნი ბა­ნა­ნი შე­ჭა­მა.

მუ­ზე­უმ­ში კე­დელ­ზე ბა­ნა­ნი წე­ბო­ვა­ნი ლენ­ტით იყო მი­მაგ­რე­ბუ­ლი. დე­ვიდ და­თუ­ნამ ის დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის თვალ­წინ ჩა­მოხ­სნა და მი­ირ­თვა.

"ნიუ-იორკ თა­იმსთან" სა­უბ­რი­სას ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი ამ­ბობს, რომ ბა­ნა­ნი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი იყო. "მე შე­მიძ­ლია შევ­ჭა­მო ბა­ნა­ნიც და ბა­ნა­ნის კონ­ცეფ­ცი­აც, ვი­ნა­ი­დან ხე­ლო­ვა­ნი ვარ," - დას­ძი­ნა მა­შინ დე­ვიდ და­თუ­ნამ.

"ინტერპრესნიუსი"